შარშან, გოგონათა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ ქალთა ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში გააღწია და ამით ქართული ქალთა ფეხბურთის ისტორია დაწერა. თუმცა, ეს ზღაპარი ჩვენი ფეხბურთისთვის ხანმოკლე აღმოჩნდა. ევროპის მთავარი საფეხბურთო ტურნირზე საქართველო წლეულს თბილისის „ნიკეთი“ წარსდგა, რომელიც ნიდერლანდურ „ტვენტესთან“ 0:9 შერცხვა. „ტვენტე“ უდავოდ ამ წყვილის ფავორიტი იყო, მაგრამ „ნიკეს“ ბრძოლაც კი არ გაუმართავს და არც რამეთი დაუმახსოვრებია...
ჭდე: ლანჩხუთი
კამერა გაწიე, ბიჭო!
კამერა გაწიე, ბიჭო – ეს ფრაზა ალბათ სხვა და სხვა ადგილებში, შესაძლოა, მოგისმენიათ, მაგრამ სტადიონზე? 30 წელზე მეტია საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს და რა მიზეზით ჩაშლილი თამაშები არ გვინახავს, მაგრამ ის, რაც საქართველოს ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატში მოხდა, აქამდე არსად მომხდარა და ალბათ არც მოხდება. 22 ივნისს მე-11 ტურის ცენტრალური მატჩში ერთმანეთს წინა სეზონის გამარჯვებული „ნიკე“ და...
შვედები არიან, ცა
საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ ორი გმირობის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მეთექსმეტედფინალში შვედურ „როსენბერგს“ უმასპინძლა და 0:7 წააგო. ანგარიში არცთუ სასიამოვნოა, მაგრამ კიდევ უფრო უარესი იქნებოდა გურულთა მეკარეს, თათია გაბუნიას რომ არ ეყოჩაღა. ლანხჩუთელთა მეკარე ბურთი 21 ჯერ მოიგერია, საიდანაც რამდენიმე მართლაც ურთულესი ასაღები იყო. სხვა სტატისტიკური მონაცემები უფრო შემაშფოთებელია: შვედებმა კარში 28 ჯერ დაარტყეს, კიდევ 17 მცდელობა...
ლანჩხუთს შვედები ესტუმრებიან
გაირკვა, რომ ქალთა ჩემპიონთა ლიგის მეთესმეტედფინალში „ლანჩხუთის“ მეტოქე შვედური „როსენგარდი“ იქნება. როგორც თავიდანვე იყო ცნობილი, პირველ მატჩს საკუთარ მოედანზე განუთესავი გუნდი ითამაშებდა. შედეგად, „ლანჩხუთი“ 9 ან 10 დეკემბერს დაუხვდებიან შვედებს, ხოლო საპასუხო შეხვედრას 15 ან 16 დეკემბერს სტუმრად ჩაატარებენ. „ლანჩხუთის“ მეტოქე შარშან ჩემპიონთა ლიგაში არ ყოფილა. მანამდე, 2018-19 სეზონში მერვედფინალში ითამაშა. დავიტოვოთ იმედი, რომ შვედები...


