ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი საუბარი მიდის ფინანსურ ფეარ ფლეიზე. სწორედ ამის გამო ვერ შეინარჩუნა „ბარსელონამ“ ლიდერი და ლეგენდა ლეო მესი.
შედეგად, უეფა 2021 წლის სექტემბერში აპირებს დააწესოს ხელფასის ზედა ზღვარი, ხოლო მათთვის, ვინც ამ ზღვარს არ დაიცავს, შემოიღოს „ფუფუნების“ გადასახადი, რომელიც, შესაძლოა, უკვე 2022 წლიდან ამოქმედდეს.
რაში მდგომარეობს ამ წესის არსი? ევროთასებზე მონაწილე გუნდებს უფლება ექნებათ ხელფასებზე დახარჯონ საერთო შემოსავლის არა უმეტეს 70 პროცენტი. გუნდები, რომლებიც ამ ლიმიტს გადაამეტებენ, გადასახადს გადაიხდიან. იმ შემთხვევაში, თუ გადამეტებული თანხა 20 პროცენტზე ნაკლები იქნება, კლუბი ვალდებული გახდება გადაიხადოს გადამეტებული თანხის ეკვივალენტური თანხა. ხოლო თუ ზედა ზღვარს გადაცდებიან 20 პროცენტზე მეტით, კლუბებს მოუწევთ გადამეტებულ თანხაზე 2-ჯერ მეტის გადახდა.
დღეისთვის, ფინანსური ფეარ ფლეის წესებით, კლუბებს არ შეუძლიათ დახარჯონ იმაზე მეტი, ვიდრე შემოსავალი გააჩნიათ. თანხის გადამეტება სანქციებით ისჯება, მაგალითად, ახალი ფეხბურთელების დამატების აკრძალვით.
ამგვარი წესი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მოქმედებს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური31/08/2026 | 21:01მადლობა ღმერთს, რომ არგენტინელად გამაჩინა!
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 21:53მონტენეგრო დაძლეულია
მთავარი ამბავი20/08/2026 | 22:20იბერიამ იაგელონიასთან ვერაფერი გააწყო
სიახლეები13/08/2026 | 14:10მეოთხე ქართველი ლა ლიგაში
