ტორონტოში მიმდინარე მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილს (41-ე რეიტინგში) საათიც არ დასჭირვებია ავსტრალიელი ალექს დე მინაურის (18) დასამარცხებლად – 6:1; 6:1.
ასე მოთამაშე ბასილაშვილი დიდი ხანია არ გვინახავს. ნიკოლოზი მთელი მატჩის განმავლობაში აკონტროლებდა სიტუაციას და მეტოქე უშანსოდ დატოვა.
მართალია, მინაურს ხუთი ბრეკ პოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერც ერთი ვერ გამოიყენა. ნიკამ კი, ექვსიდან ხუთი ბრეკ პოინტი მიითვალა.
პირველ სეტში ჩვენებური 5:0 დაწინაურდა და ქულა მხოლოდ ამის შემდეგ დათმო. მეორე სეტში პირველი ქულა მინაურმა აიღო და მერე უკვე ბასილაშვილი აგროვებდა.
მერვედფინალში ბასილაშვილის მეტოქე პოლონელი ჰუბერტ ჰურკაჩი იქნება.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა
სიახლეები05/07/2026 | 17:59OTP ბოლოზე
სიახლეები22/06/2026 | 22:56ბასილაშვილმა უიმბლდონი დატოვა
