„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი მარკუს რაშფორდი მომდევნო კვირაში ოპერაციას გაიკეთებს. მან მხრის კუნთი ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დაიზიანა და მას შემდეგ ტკივილგამაყუჩებლებით გადიოდა მოედანზე.
რაშფორდი გუნდის მთავარ მწვრთნელ ოლე გუნარ სულშერს შეხვდა და აუხსნა, რომ ასე დიდხანს გაგრძელება აღარ შეიძლება და პრობლემა უნდა მოგვარდეს.
სულშერი დათანხმდა, თუმც რაშფორდის სრულფასოვნად შეცვლა ძალიან ძნელია. გასულ სეზონში ყველა ტურნირის ჯამში მარკუსმა 57 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზებით ის მოედანს მხოლოდ ნოემბერში დაუბრუნდება.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
