ვაკორეული გოლი

Home კატეგორიის გარეშე ვაკორეული გოლი
ვაკორეული გოლი

ვაკო ყაზაიშვილის სუპერმატჩი კორეაში - გოლი და საგოლე პასი სეულთან - popsportსაქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა აზიის ჩემპიონთა ლიგაში გოლების გატანას უხშირა.

ჩვენებურის „ულსანი“ 8 ივლისს ვიეტნამურ „ვიეტელს“ სამხრეთ კორეაში დაუხვდა და 3:0 მოუგო.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში სწორედ ყაზაიშვილმა გახსნა, რასაც მისმა თანაგუნდელებმა კიდევ ორი დაუმატეს.

ამ გამარჯვებით „ულსანი“ ჯგუფს 15 ქულით ლიდერობს და სამი ქულით უსწრებს მეორე ადგილოსან ტაილანდურ „პატუმ იუნაიტდს“, რომელსაც ბოლო ტურში სტუმრად ეთამაშება.

შეგახსენებთ, ყაზაიშვილმა პირველი გოლი მესამე ტურში ასევე ფილიპინურ „კაიას“ გაუტანა.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...