ჭდე: ულსანი

Home ულსანი
ყაზაიშვილი კორეაში პირველია!
ჩანაწერი

ყაზაიშვილი კორეაში პირველია!

სამხრეთ კორეის ჩემპიონატში „ულსან ჰუნდაიმ“, სადაც საქართველოს ნაკრების შემტევი ვაკო ყაზაიშვილი თამაშობს, ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის შეხვედრაში სტუმრად „განგვონს“ 2:1 მოუგო და ვადაზე ადრე ოფიციალურად გახდა ქვეყნის ჩემპიონი. ყაზიშვილი ამ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს. ვაკომ წლეულს „”ულსანში“ 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. გაისადს გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს.

ვაკო კორეაში აღიარეს
ჩანაწერი

ვაკო კორეაში აღიარეს

საქართველოს ნაკრებისა და სამხრეთ კორეის ულსან ჰიუნდაის ვაკო ყაზაიშვილი K ლიგის საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელეს. შეგახსენებთ, რომ ვაკო კორეში წინა ზამთარს გადაბარგდა. მაშ შემდეგ ულსან ჰიუნდაის მაისურით ჩატარებულ 44 მატჩში კი 14 გოლი გაიტანა. აქვე ვთქვათ, რომ ყაზაიშვილმა წლეულს საქართველოს ნაკრების 4 მატჩში ითამაშა. ეროვნულ გუნდის მაისურით სულ ჩატარებულ 57 შეხვედრაში ვაკო ყაზაიშვილს 11 გოლი აქვს...

ვაკოს დუბლი
ჩანაწერი

ვაკოს დუბლი

სანაკრებო მატჩებისთვის კარგი განწყობით ჩამოდის საქართველოს ეროვნული გუნდის ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი. ჩვენებური სამხრეთ კორეული „ულსანის” ფეხბურთელია, რომელმაც სტუმრად 2:1 დაამარცხა „სეული”. ორივე გოლი ვაკომ გაიტანა და თანაც 6-წუთიან მონაკვეთში. „ულსანი” კორეის ჩემპიონატს 26 მატჩის შემდეგ 51 ქულით ლიდერობს. თუმცა, ხუთი ქულით უსწრებს „იენბუკს”, რომელსაც ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და პოტენციურად ლიდერად ითვლება. ვაკოს კი,...

ვაკორეული გოლი
ჩანაწერი

ვაკორეული გოლი

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა აზიის ჩემპიონთა ლიგაში გოლების გატანას უხშირა. ჩვენებურის „ულსანი“ 8 ივლისს ვიეტნამურ „ვიეტელს“ სამხრეთ კორეაში დაუხვდა და 3:0 მოუგო. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში სწორედ ყაზაიშვილმა გახსნა, რასაც მისმა თანაგუნდელებმა კიდევ ორი დაუმატეს. ამ გამარჯვებით „ულსანი“ ჯგუფს 15 ქულით ლიდერობს და სამი ქულით უსწრებს მეორე ადგილოსან ტაილანდურ „პატუმ იუნაიტდს“, რომელსაც ბოლო...

ვაკომ აზიური გოლები გახსნა
ჩანაწერი

ვაკომ აზიური გოლები გახსნა

აზიის ჩემპიონთა ლიგაში მშვენივრად ირჯება ვაკო ყაზაიშვილის „ულსანი“. კორეულმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და ცხრა ქულით ლიდერობს. ბოლო ტურში „ულსანმა“ ტაინლანდის „კაია“ სტუმრად 3:0 დაამარცხა და ამაში წვლილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმაც დაიდო – ვაკომ „ულსანის“ მესამე გოლი შეაგდო. აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ეს ყაზაიშვილის პირველი გოლია. მომდევნო ტურში ერთმანეთს ისევ „ულსანი“ და „კაია“...