სამხრეთ კორეის ჩემპიონატში „ულსან ჰუნდაიმ“, სადაც საქართველოს ნაკრების შემტევი ვაკო ყაზაიშვილი თამაშობს, ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის შეხვედრაში სტუმრად „განგვონს“ 2:1 მოუგო და ვადაზე ადრე ოფიციალურად გახდა ქვეყნის ჩემპიონი. ყაზიშვილი ამ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს. ვაკომ წლეულს „”ულსანში“ 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. გაისადს გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს.
ჭდე: ვაკო ყაზაიშვილი
ვაკოს გოლი კორეაში
სამხრეთ კორეის ჩემპიონტის მთავარ ლიგაში (K League 1) ვაკო ყაზაიშვილის “ულსან ჰიუნდაიმ” სტუმრად “პოჰანგთან” ფრედ 1:1 ითამაშა. ანგარიში ვაკომ გახსნა, ეს ამ სეზონში მისი მე-8 გოლია.
ოქრიაშვილი კორეაში წავიდა
საქართველოს ნაკრების შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას სამხრეთ კორეის „ჩონბუკ ჰიუნდაიში“ გააგრძელებს. „მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ტრანსფერი შედგა. ახლა მინდა რაც შეიძლება მალე შევუერთდე გუნდს და დავეხმარო წარმატების მიღწევაში“, – თქვა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა. „ჩონბუკი“ კორეის ჩემპიონატში 21 ტურის შემდეგ 39 ქულით მეორე ადგილზეა და 5 ქულით ჩამორჩება ჩემპიონატის ლიდერ „ულსანს“, სადაც საქართველოს...
არ ვაგებთ!
საქართველოს ნაკრებმა ისევ არ წააგო – ამჯერად, ალბანეთთან. ტირანაში მატჩი უგოლოდ დასრულდა და საქართველომ ზედიზედ მეოთხე გოლგაუშვებელი მატჩი ჩაატარა. შეწყდა მოგებათა სერია, რომელიც აქამდე ოთხი იყო, მაგრამ დარჩა ერთმანეთის მიყოლებით ხუთი წაუგებელი მატჩი. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისევ ვერ გაგვაკვირვა და ისევ ჩვეულებრივი მატჩი ჩაატარა. მოედანზე მეტოქე უკეთესი ჩანდა. იყო მომენტები, როდესაც ალბანეთი...
ვაკო კორეაში აღიარეს
საქართველოს ნაკრებისა და სამხრეთ კორეის ულსან ჰიუნდაის ვაკო ყაზაიშვილი K ლიგის საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელეს. შეგახსენებთ, რომ ვაკო კორეში წინა ზამთარს გადაბარგდა. მაშ შემდეგ ულსან ჰიუნდაის მაისურით ჩატარებულ 44 მატჩში კი 14 გოლი გაიტანა. აქვე ვთქვათ, რომ ყაზაიშვილმა წლეულს საქართველოს ნაკრების 4 მატჩში ითამაშა. ეროვნულ გუნდის მაისურით სულ ჩატარებულ 57 შეხვედრაში ვაკო ყაზაიშვილს 11 გოლი აქვს...
ვაკოს დუბლი
სანაკრებო მატჩებისთვის კარგი განწყობით ჩამოდის საქართველოს ეროვნული გუნდის ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი. ჩვენებური სამხრეთ კორეული „ულსანის” ფეხბურთელია, რომელმაც სტუმრად 2:1 დაამარცხა „სეული”. ორივე გოლი ვაკომ გაიტანა და თანაც 6-წუთიან მონაკვეთში. „ულსანი” კორეის ჩემპიონატს 26 მატჩის შემდეგ 51 ქულით ლიდერობს. თუმცა, ხუთი ქულით უსწრებს „იენბუკს”, რომელსაც ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და პოტენციურად ლიდერად ითვლება. ვაკოს კი,...
ვაკორეული გოლი
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა აზიის ჩემპიონთა ლიგაში გოლების გატანას უხშირა. ჩვენებურის „ულსანი“ 8 ივლისს ვიეტნამურ „ვიეტელს“ სამხრეთ კორეაში დაუხვდა და 3:0 მოუგო. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში სწორედ ყაზაიშვილმა გახსნა, რასაც მისმა თანაგუნდელებმა კიდევ ორი დაუმატეს. ამ გამარჯვებით „ულსანი“ ჯგუფს 15 ქულით ლიდერობს და სამი ქულით უსწრებს მეორე ადგილოსან ტაილანდურ „პატუმ იუნაიტდს“, რომელსაც ბოლო...
ვაკომ აზიური გოლები გახსნა
აზიის ჩემპიონთა ლიგაში მშვენივრად ირჯება ვაკო ყაზაიშვილის „ულსანი“. კორეულმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და ცხრა ქულით ლიდერობს. ბოლო ტურში „ულსანმა“ ტაინლანდის „კაია“ სტუმრად 3:0 დაამარცხა და ამაში წვლილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმაც დაიდო – ვაკომ „ულსანის“ მესამე გოლი შეაგდო. აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ეს ყაზაიშვილის პირველი გოლია. მომდევნო ტურში ერთმანეთს ისევ „ულსანი“ და „კაია“...
კორონამ ვაისს მცველი დაუმატა
კარს მოგვადგა საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი. თუმცა, 8 ოქტომბერს ბელარუსთან შეხვედრის გარდა, 11 და 14 ოქტომბერს არანაკლებ საინტერესო თამაშები გველის. ვლადიმირ ვაისის გუნდის მზადებას ხვალიდან დაიწყებს. თუმცა, უკვე თბილისში არიან გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი, რომლებიც აშშ-დან დროულად ჩამოფრინდნენ, რათა სავალდებულო საკარანტინო პროცედურების გავლა მოესწროთ. ამერიკელ ქართველებს ადგილობრივებიც შეუერთდნენ – ლაზარე კუპატაძე, ნიკა...
ყაზაიშვილი 3:0 იბრაჰიმოვიჩი
ვაკო ყაზაიშვილს აიწყვიტა. ვეღარც ზლატანი და ვერც სხვები ვერ აჩერებენ. ჩანს, ქართველ შემტევს ნაკრებს მიღმა დარჩენა მოუხდა. დამატებითმა მოტივაციამ „სან ხოსეს“ მე-11 ნომერი უფრო შემართული და მიზასწრაფული გახადა – კალიფორნიელთა ბოლო რვა გოლიდან 7-ში წვლილი შეიტანა. ვაკომ მიჯრით ოთხ მატჩში ხომ გაიტანა, სულ 6 ბურთი შეაგდო და გუნდს სამი შეხვედრა მოაგებინა, ბოლოს კი ლამაზი პასით...









