მართალია, „ბარსელონას” მწვრთნელად რონალდ კუმანი დატოვეს, მაგრამ კატალონიაში ყველამ კარგად იცის, რომ მათ საყვარელ კლუბს ადრე თუ გვიან ჩავი ერნანდესი ჩაუდგება სათავეში. კუმანს ეს ყველაფერი მოსათმენი და გასაძლები აქვს, ჩავი კი ახლო მეგობრებს, კერძო საუბრებში, მომავლის „ბარსაზე” ელაპარაკება. მას უთქვამს, რომ თუ „ბლაუგრანას” მწვრთნელი გახდება, „ბაიერნიდან” ფრანგი კინგსლი კომანის გადმოყვანას შეეცდება.
როგორც ბარსელონური გამოცემა „სპორტი” წერს, ჩავის კომანი ძალიან მოსწონს. მარჯვენა ფეხით მოთამაშე მარცხენაფლანგელი მეტოქეებს უამრავ თავსატეხს უჩენს. ის სწრაფია და ცრუმოძრაობებით მოწინააღმდეგე გუნდის მცველებს წონასწორობას აკარგვინებს. ჩავის აზრით, ასეთი თვისებების მქონე ფეხბურთელი „ბარსას” ნეიმარის წასვლის შემდეგ ძალიან აკლია.
ჩავი 4-3-3 სქემის მიმდევარია და თუ „ბარსელონას” მწვრთნელად დანიშნავენ, სავარაუდოდ, ამ განლაგებას მიმართავს.
25 წლის კინგსლი კომანს „ბაიერნთან” 2023 წლამდე აქვს კონტრაქტი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/07/2026 | 08:27არსენალს ვინისიუსი მონდომებია
მთავარი ამბავი27/07/2026 | 07:13რატომ თქვა პსჟ-მ დიომანდეს ყიდვაზე უარი?
მთავარი ამბავი26/07/2026 | 10:00მამარდას პირველი ამხანაგური
სიახლეები26/07/2026 | 08:42ჯიჯიმ ცოლი მოიყვანა
