ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის მატჩები ბაქოშიც იმართება, სადაც რუსი კომენტატორი მიხაილ მოსაკოვსკი არ შეუშვეს და აეროპორტიდანვე მოსკოვში გააბრუნეს. როგორც ირკვევა, მიზეზი რუსი ჟურნალისტის ყარაბახში ვიზიტია.
თავად მოსაკოვსკი ამბობს, მესაზღვრეებთან პრეტენზია არ მაქვსო.
„ყარაბახში მართლაც ვიყავი, რამდენი წლის წინ, საფეხბურთო ტურნირზე. თუ ამის გამო არ შემიშვეს, მესაზღვრეებთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ კითხვები მაქვს საორგანიზაციო კომიტეტთან. თუ ვინმე „შავ სიაშია“, რატომ არ აფრთხილებენ ამის გამო? მიწვევა ხომ აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციიდან მქონდა“?! – განაცხადა მოსაკოვსკიმ.
გეტყვით იმასაც, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ აკრედიტაციები ჩამოართვა კონტატინ გენიჩსა და ნობელ არუსტამიანს. მოგვიანებით უეფამ არუსტამიანს აკრედიტაცია დაუბრუნა, მაგრამ უცნობია, ეხება თუ არა ეს ბაქოში გასამრთ მატჩებს.
როგორც ხედავთ, აზერბაიჯანელები კანონს, საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, ბოლომდე იცავენ…
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები21/10/2026 | 22:04ფუტსალი წაგებას დაეჩვია
აქეთურ-იქითური15/10/2026 | 18:05თითქმის მოგებული წაგებული დარჩა
სიახლეები06/10/2026 | 23:12ვიცე-ეთერი…
აქეთურ-იქითური28/09/2026 | 12:23უმედლო ოლიმპიადა
