უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი და “იუვენტუსის” თავკაცი ანდრეა ანიელი ერთობლივ განცხადებას ამზადებდნენ, რომელშიც იტალიური კლუბი ჩემპიონთა ლიგის რეფორმას დაუჭერდა მხარს. განცხადება 19 აპრილს უნდა გაკეთებულიყო. ჩეფერინმა ანიელის განცხადების ტექსტი გადაუგზავნა, მაგრამ მან შესწორებების შესატანად დრო ითხოვა.
ამის შემდეგ უეფას პრეზიდენტის რამდენიმე ზარს ანიელიმ არ უპასუხა. ჩეფერინი ანიელის ერთ-ერთი გოგონას ნათლიაა, მის მეუღლეს დაურეკა და სთხოვა, ანდრეა დამიკავშირდესო.
ანიელიმ მართლაც დაურეკა და კიდევ დრო ითხოვა, თუმცა ამის შემდეგ სუპერლიგის შექმნის შესახებ განცხადებამდე ტელეფონი საერთოდ გათიშა.
ამის შემდეგ იყო, ჩეფერინმა ნათლიმამაზე რომ თქვა: “არასოდეს მინახავს კაცი, ამდენს რომ ტყუოდეს”.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
