„ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში რაგბის კავშირის საერთო კრება გაიმართა, რომლის ერთადერთი სამუშაო საკითხი საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევა იყო.
კანდიდატიც, საკითხივით ერთადერთი იყო — ბიზნესმენი იოსებ ტყემალაძე. იურიდიულად ეს იყო განმეორებითი არჩევნები, თუმცა მთლიანობაში ეს იყო განმეორებითის განმეორებითის განმეორებითის და ვინ მოთვლის კიდევ მერამდენედ განმეორებითი არჩევნები.
როგორც მოსალოდნელი იყო, ღონისძიება დიდი ხმაურის ფონზე წარიმართა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტოს მიერ დაწუნებული ირაკლი აბუსერიძის მომხრეებმა არჩევნების ადგილის ერთგვარი პიკეტირება მოახდინეს, რომელსაც, ამავდროულად, სამართალდამცავთა დიდი რაოდენობა აკონტროლებდა. იყო დიდი ჩხუბი, ჭყლეტა, მორაგბეთა მოლი, პოლიციელთა კორდონი, მათ შუაში მოქცეულ ჟურნალისტთა გულის წასვლები და ასე შემდეგ…
საბოლოოდ ქვორუმიც შედგა და როგორც გამოცხადდა, ტყემალაძემ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა.
საქმე ისევ საჯარო რეესტრზეა, რომელმაც რეგისტრაციაში უნდა გაატაროს ტყემალაძის საპრეზიდენტო უფლებამოსილება, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი საქმიანობას უნდა შეუდგეს. თუმცა სიტუაცია იმდენად პოლარიზებულია, რომ მოვლენების განვითარების პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
სიახლეები14/07/2026 | 22:01ფიჯური დაბოლოებით
მთავარი ამბავი13/07/2026 | 21:34იტალიური კოშმარი ქუთაისში
რაგბი12/07/2026 | 17:54გახსოვდეთ შარშანდელი 19:19
აქეთურ-იქითური12/07/2026 | 03:14პრაგმატიზმი და 33:12 სამოასთან
