უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რომ მიუნხენის „ბაიერნის“ ავსტრილი მცველი დავიდ ალაბა კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს. ალაბა უკვე იმყოფებოდა ესპანეთის დედაქალაქში და საბოლოო მოლაპარაკებით წერტილი დაუსვა კიდევ დარჩენილ რამდენიმე კითხვას – ავსტრიელ ფეხბურთელთან „რეალმა“ 4-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა, ფეხბურთელი „ბლანკოსს“ ზაფხულში შეუერთდება.
ალაბა ივლისში კიდევ ერთ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და სეზონს „რეალთან“ ერთად დაიწყებს.
ესპანელი ანალიტიკოსები ერთხმად აღიარებენ, რომ ალაბას ტრანსფერი მადრიდის „რეალისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია. ის უდიდესი გამოცდილების ვარსკვლავია და სამეფო კლუბს სწორედ ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელები სჭირდება.
ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ „რეალში“ ალაბას ნახვა გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე 17 წლის პერსპექტიული ფეხბურთელის, რადგან არავინ იცის, რომლის მომავალიც, როგორ განვითარდება.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/11/2026 | 14:26კლოპმა გერმანია დაწურა
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
