ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ამ დილით მოედანს დაუბრუნდა გოგა ბითაძე. ჩვენებურის „ინდიანა“ კალიფორნიაში „ლოს ანჯელეს კლიპერსს“ ესტუმრა და 96:129 დამარცხდა.
ბითაძემ მოედანზე 15.35 წუთი დაჰყო, რა დროშიც 5 ქულა, 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოასწრო. გოგამ 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა.
„ინდიანას“ 8 გამარჯვება და 5 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება.
„პეისერსი“ მომდევნო მატჩს 21 იანვარს, „დალას მავერიქსთან“ გამართავს.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/07/2026 | 23:30ნაკრები ჩინეთში, სოლიდარობის თასისთვის….
სიახლეები20/07/2026 | 17:22იბერია, დინამო, დილა და სავარაუდოები…
მთავარი ამბავი19/07/2026 | 21:13ორი ოქრო სარაევოდან
სიახლეები14/07/2026 | 22:24შვიდი წლის მერე…
