ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2021 წელი მოგებებით დაიწყო. თუ ჩვენებურმა ჯერ ერთეულთა თანრიგში იმარჯვა, ამჯერად მოგება წყვილთა შორის იზეიმა.
ანტალიის 250-იანი კატეგორიის ტურნირის წყვილთა თანრიგში ნიკოლოზი დუეტში გერმანელ ანდრე ბეგემანთან ერთად გამოდის. მათი მეტოქეები კი, ტურნირზე „უაილდ ქარდით“ მოხვედრილი მასპინძელი წყვილი – უმუთ აკუნი და მერთ ნაჯი თურქერი იყო. ქართველ-გერმანულმა დუეტმა 2 სეტში იმარჯვეს – 6:2, 6:3.
მეოთხედფინალში ქართულ-გერმანული დუეტის მეტოქე ტურნირის პირველ ნომრად განთესილი ხორვატი წყვილი (მეკტიჩი-პავიჩი) იქნება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
