ევროფეხბურთის მმართველმა ორგანომ საკუთარ საიტზე სოლიდური სტატია მიუძღვნა უკრაინელ გენიოსს. ვალერი ლობანოვსკი ყველაზე პროდუქტიული მწვრთნელი იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში.
„ვასილიჩმა“ ფეხბურთელობისას კიევის „დინამოში“, ოდესის „ჩერნომორეცსა“ და დონეცკის „შახტარში“ იბურთავა, კიევში სსრკ-ის ჩემპიონობა და თასიც მოიპოვა, მერე კი თამბრუდამხვევი სამწვრთნელო კარიერა დაიწყო: სსრკ ჩემპიონი (კიევის დინამო) – 8. სსრკ თასი (დინამო) – 6. ევროპის თასების მფლობელთა თასი (დინამო) – 2 (1975, 1986) უეფას სუპერთასი (დინამო) – 1 (1975). სსრკ ნაკრებთან ერთად მოიპოვა ევრო 1988-ის ვერცხლი და 1976 წლის ოლიმპიური ბრინჯაო, კუვეიტის ნაკრებთან კი აზიის თამაშების ბრინჯაო (1994).„ვასილიჩი“ ყოველთვის პატივს სცემდა ქართველ ფეხბურთელებს და მისი ფორმაციის სსრკ ნაკრებში ჩვენებურთა დეფიციტი არასოდეს იგრძნობოდა.
და კიევის „დინამოში“ კახა კალაძის დაფრთიანება ან გიორგი დემეტრაძის სამახსოვრო გოლები რად ღირს?
კალაძე იხსენებდა პირველ საუბარს ლობანოვსკისთან.
– იცი, რომ საერთაშორისო შეხვედრებში 8 ყვითელი და 2 წითელი ბარათი გაქვს…
– ვალერი ვასილიჩ, ვეცდები, უფრო ფრთხილი ვიყო.
– პირიქით. მაგიტომაც აგიყვანე. მე მეომრები მჭირდება.
სათადარიგოთა სკამზე მუდამ ნერვიულად მოქანავე და წარბგაუხსნელი ლობანოვსკი დღეს 82 წლის გახდებოდა, არადა სულ რაღაც 63 ეწერა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
