წელი: 2020

Home 2020
მილიონერები მეორე ასეულიდან
ჩანაწერი

მილიონერები მეორე ასეულიდან

ხშირად ჩვენი ფეხბურთელები წუწუნებენ, რომ მათ კარიერას და სატრანსფერო ღირებულებას საქართველოს ეროვნული ნაკრების დაბალი რეიტინგი აფერხებს, ანუ FIFA-ს რეიტინგის პირველი ასეულის მაჩანჩალა საქართველოდან ფეხბურთელებს ან ყურადღებას არ აქცევენ, ან სათანადოდ არ აფასებენ. გადავწყვიტეთ, ეს მითი დავამსხვრიოთ. გვინდა შემოგთავაზოთ მხოლოდ იმ ფეხბურთელთაგან შემდგარი სიმბოლური ნაკრები, ვისი ეროვნული გუნდებიც მსოფლიო რეიტინგის მეორე ასეულში არიან. პოზიციის შემდეგ მითითებულია...

ქართული ლეგიონი – ყოფილიდან მომავლამდე
ჩანაწერი

ქართული ლეგიონი – ყოფილიდან მომავლამდე

ისე მოხდა, რომ გასულ უქმეებზე ქართველ ლეგიონერთა მიერ გატანილი ორი ლელოდან ერთი ჩვენი ნაკრების ყოფილმა წევრმა გაიტანა, ხოლო მეორე – მომავალმა ბორჯღალოსანმა. ვეტერანით დავიწყოთ: ირაკლი მირცხულავა 31 წლისაა და ბორჯღალოსანთა შორის რამდენიმე მატჩი აქვს გამართული. ფოთელი მარჯვენა ბურჯი დღესდღეობით ფრანგულ პრო დ 2-ში მოასპარეზე „ოიონას“ ღირსებას აგერ უკვე მეოთხე სეზონია იცავს და მთელი ეს ხანი...

შუა თითები
ჩანაწერი

შუა თითები

„მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარემ დავიდ დე ხეამ იტალიურ რესტორანში „მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი სერხიო აგუერო დაინახა და ორივე ხელის შუა თითი აჩვენა. ეს ამბავი, ჩეშირში, ჰეილ ვილიჯში მოხდა და ჩასაფრებულმა ინგლისელმა პაპარაცებმა გადაიღეს. 29 წლის ესპანელი მეკარე და 31 წლის არგენტინელი თავდამსხმელი 2009-2011 წლებში, მადრიდის „ატლეტიკოში” თანაგუნდელები იყვნენ და დღემდე მეგობრული ურთიერთობა აქვთ. დე ხეა და აგუერო...

ბასილასთვის ზოგი ჭირიც მარგებელია
ჩანაწერი

ბასილასთვის ზოგი ჭირიც მარგებელია

ჯერ სულ ცინცხალი ამბავი: როჯერ ფედერერი ხუთსეტიანი თრილერის შემდეგ ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა და შეიქნა უხუცესი 1977 წლის შემდეგ, ვისაც ამ ეტაპზე გაუღწევია. მის მეტოქეს კი ქება და დიდება: ამერიკელი ტენის სანდგრენი აქამდე მსოფლიოს მე-100 ჩოგანი იყო და მეოთხედფინალში გასვლით 44-საფეხურიანი ნახტომი გააკეთა. არადა, ნახტომი მაშინ გენახათ, როჯერისთვისაც რომ მოეგო. არადა, რა ახლოს იყო!!!...

იურგენ, რასაც თქვენ აკეთებთ, ეგოიზმია!
ჩანაწერი

იურგენ, რასაც თქვენ აკეთებთ, ეგოიზმია!

იურგენ კლოპმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ერთგვარი ბოიკოტირება სცადა, რაზეც გამწარებული კაცის პასუხი მიიღო. „ლივერპულის” თავკაცი უარს ამბობს, როგორც მწვრთნელმა, პირადად მიიღოს მონაწილეობა „შრუსბერისთან” საპასუხო შეხვედრაში და თამაშზე ჭაბუკთა გუნდის გაშვებას აპირებს. გერმანელის ასეთი დამოკიდებულება ბევრს არ ესიამოვნა, ვინაიდან „ლივერპულსა” და „შრუსბერის” შორის გამარჯვებულს მეხუთე რაუნდში „ჩელსი” ელოდება. მერსისაიდელებს „შრუსბერის” წინააღმდეგობის დაძლევა არ უნდა გაუჭირდეთ. შესაბამისად,...

საფრანგეთში ქართველი მორაგბე დაიღუპა
ჩანაწერი

საფრანგეთში ქართველი მორაგბე დაიღუპა

საფრანგეთში ქართველი მორაგბე ბექა ბურდიაშვილი დაიღუპა. “გროლეს” 27 წლის მოთამაშე “ლავორთან” მატჩზე მიდიოდა, როდესაც ავტოკატასტროფაში მოყვა. მომხდარის გამო მატჩი აღარ ჩატრადა. სარბიელელები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბექა ბურდიაშვილის დაღუპვის გამო.  

ესპანეთი!
ჩანაწერი

ესპანეთი!

სტოკჰოლმის „ტელე2 არენაზე” ესპანეთის ხელბურთელ კაცთა ნაკრები გახდა ისტორიაში მეორე გუნდი, ვინც ევროპის უძლიერესის ტიტული შეინარჩუნა. აქამდე ეს მხოლოდ შვედებს მოეხერხებინათ 2002 წელს. 17 769 მაყურებლის წინაშე ესპანელებმა ხორვატებს 22:20 მოუგეს. რაც ევროები ტარდება, ფინალში ამაზე დაბალი ანგარიში მხოლოდ ორჯერ იყო. იბერიელთა გამარჯვებას სანტანდერში დაბადებულმა ყირგიზმა მარჯვენა ინსაიდმა ალექს დუიშებაევმა საფინალო სირენამდე 25 წამით ადრე...

ფლორენციიდან ბუდაპეშტამდე
ჩანაწერი

ფლორენციიდან ბუდაპეშტამდე

ესპანელებს შეუძლიათ თავი იმით ინუგეშონ, რომ ბუდაპეშტიდან ოქროს მედლის გარეშე მაინც არ მიდიან. უნგრეთის დედაქალაქში, ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში ვაჟთა გარდა ქალთა შორისაც მიმდინარეობდა და ჩემპიონობა სწორედ ესპანელმა მანდილოსნებმა იზეიმეს, რომლებმაც ფინალში რუსები დაჯაბნეს. ვაჟებში კი პირველობა უნგრეთმა გაიფორმა. მასპინძლებმა, რომლებიც წყალბურთის სამშობლოდან კი მიიჩნევიან და სპორტის ამ სახეობაში უდიდესი ტრადიციები გააჩნიათ, ევროპის საუკეთესო გუნდის წოდება მეცამეტედ...

კობი ბრაიანტი დაიღუპა!
ჩანაწერი

კობი ბრაიანტი დაიღუპა!

ეპოქა დამთავრდა… ლეგენდა წავიდა… სიტყვები ზედმეტია… მსოფლიო პრესა მოულოდნელმა ამბავმა მოიცვა, ლეიკერსისა და NBA-ს ლეგენდა, კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ამერიკელი სუპერვარსკვლავი პირადი ვერტმფრენით სამ ადამიანთან ერთად გადაადგილდებოდა, როდესაც ჩამოვარდა და მასთან მყოფი ყველა ადამიანი გარდაიცვალა. ჯერ სულ ესაა…

კაპიტნის ანტირეკორდი
ჩანაწერი

კაპიტნის ანტირეკორდი

ერთი  ქართული ფილმის არ იყოს, „ბარსელონას“ შემოლაწუნება ჭირდება. ერნესტო ვალვერდეს გათავისუფლების შემდეგ, დიდად ვერც მისი შემცვლელი კიკე სეტიენი ბრწყინავს. მართალია, სეტიენმა გუნდი ჯერ მხოლოდ სამჯერ დამოძღვრა, რომელთაგან ორში იმარჯვა, მაგრამ ვაი ასეთ მოგებებს. კატალონიური გრანდის თამაშის ხარისხი კრიტიკას ვერ უძლებს და აგერ ლა-ლიგის 21-ე ტურში „ვალენსიასთან“ სრული კაპიტულაცია გამოაცხადა – 0:2. ბუნებრივია, ეს კიკე სეტიენის...