
ესპანურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბარსელონას“ ექს-პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის ჟოან ლაპორტასთვის მიცემას აპირებს.
ჟურნალისტები წერენ, ამის მიზეზი არა ლაპორტას მიმართ სიმპათია, არამედ იმის სურვილია, რომ არჩევნები ვიქტორ ფონტმა არ მოიგოს.
საქმე ის არის, რომ ფონტი ერთადერთი კანდიდატია, რომლის გამარჯვება ბართომეუსა და მის თანამოაზრეებს კატეგორიულად არ სურთ. ჰოდა, ბართომეუს გუნდი მზად არის, მხარი მის ნებისმიერ მეტოქეს დაუჭიროს. მოახლოებულ არჩევნებში კი, ფონტზე მეტი ხმის დაგროვების რეალური შანსი მხოლოდ ლაპორტას აქვს.
ყველაფრის მიზეზი ის სკანდალია, რომელმაც წინა ხელმძღვანელობის იმიჯი მნიშვნელოვნად დააზიანა.
როგორც იცით, ბართომეუს ბორდის მიერ იყო დაფინანსებული კამპანია, რომლის საშუალებითაც კლუბი ლიონელ მესის, ჟერარ პიკეს, ჩავი ერნანდესისა და კლუბის სხვა ლეგენდების დისკრედიტაციას ცდილობდა. ამ სკანდალს ვიქტორ ფონტის მიერ ბართომეუს მისამართით ღია შეტევა მოჰყვა, პროცესი კი, უნდობლობის მოძრაობის დაწყებით გაგრძელდა და ხელმძღვანელობის გადადგომით დასრულდა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური23/10/2026 | 14:13ბასილაშვილი ნახევარფინალშია
სიახლეები21/10/2026 | 22:04ფუტსალი წაგებას დაეჩვია
აქეთურ-იქითური15/10/2026 | 18:05თითქმის მოგებული წაგებული დარჩა
სიახლეები06/10/2026 | 23:12ვიცე-ეთერი…