სათაური მადრიდის „ატლეტიკოს“ ვებ-გვერდიდან ვისესხეთ.
ზუსტად 9 წლის წინ კლუბის ისტორიაში ეპოქალური მოვლენა მოხდა: მთავარ მწვრთნელად დიეგო სიმეონე დაინიშნა.
ამ 9 წლის განმავლობაში არგენტინელმა გუნდს 499 შეხვედრაში უხელმძღვანელა და 300 გამარჯვება მოაპოვებინა.
ამავე პერიოდს უკავშირდება 7 ტიტული, რომელთა შორის ესპანეთის ჩემპიონობა, ევროპის ლიგის თასი, ესპანეთის სამეფო თასი, ევროპისა და ესპანეთის სუპერთასებია.
ამას თუ ჩემპიონთა ლიგის ორ ფინალსაც დავუმატებთ, გასაგები გახდება, რატომ არის მადრიდის „როხიბლანკურ“ ნაწილში სიმეონეს ურყევი ავტორიტეტი.
„ატლეტიკო“ მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერია და იმის ფონზე, როგორი არასტაბილურია ორი ესპანური სუპერგრანდი, სეზონის ბოლოს ამ გუნდისგან მორიგი ტიტული არ უნდა გაგვიკვირდეს.

ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?