სათაური მადრიდის „ატლეტიკოს“ ვებ-გვერდიდან ვისესხეთ. ზუსტად 9 წლის წინ კლუბის ისტორიაში ეპოქალური მოვლენა მოხდა: მთავარ მწვრთნელად დიეგო სიმეონე დაინიშნა. ამ 9 წლის განმავლობაში არგენტინელმა გუნდს 499 შეხვედრაში უხელმძღვანელა და 300 გამარჯვება მოაპოვებინა. ამავე პერიოდს უკავშირდება 7 ტიტული, რომელთა შორის ესპანეთის ჩემპიონობა, ევროპის ლიგის თასი, ესპანეთის სამეფო თასი, ევროპისა და ესპანეთის სუპერთასებია. ამას თუ ჩემპიონთა ლიგის...