„პარი სენ-ჟერმენის“ სპორტულმა დირექტორმა, ბრაზილიელმა ლეანდრდომ იმის შესაძლებლობა დაუშვა, რომ კლუბმა კრიშტიანუ რონალდუ შეიძინოს.
„დღევანდელ ფეხბურთში ყველაფრის დაშვება შეიძლება. ხვალ შეიძლება რონალდუს თავად მოუვიდეს აზრად, რომ სადმე სხვა გუნდში უნდა ითამაშოს. ვის შეუძლია შეიძინოს? პრეტენდენტები არც ისე ბევრია და პსჟ მათ შორის არის. ყველაფერი შესაძლებლობებისა და კონკრეტული სიტუაციის მიხედვით ხდება,“ – განაცხადა ლეონარდომ.
აქამდე გაცხადდა, რომ ტურინის „იუვენტუსს“ რონალდუს გაყიდვა უნდა, რადგან 35 წლის ფეხბურთელის ხელფასი კლუბის ბიუჯეტს მკვეთრად ურტყამს. რონალდუს ტურინელებთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს. 35 წლის ვარსკვლავის სადღეისო ფასი დაახლოებით 60 მილიონი ევროა.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 13:53ზვერევის მეორე
სიახლეები12/09/2026 | 18:13კვერნაძის ზედიზედ მეორე გოლი იტალიაში [VIDEO]
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 15:41ამერიკა ალკარასის გარეშე
სიახლეები06/09/2026 | 19:48ფროზინონემ კვერნაძის გოლით მოიგო [VIDEO]…
