თვე: სექტემბერი 2020

Home 2020 სექტემბერი
ერთი გადაფურთხება – ოთხი თამაში
ჩანაწერი

ერთი გადაფურთხება – ოთხი თამაში

ანხელ დი მარიას ალვარო გონსალესისთვის მიფურთხების გამო ოთხთამაშიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. ეს საქციელი „პარი სენ ჟერმენის” არგენტინელმა ნახევარმცველმა 13 სექტემბერს, „მარსელთან” შეხვედრის დროს ჩაიდინა. თამაში, რომელიც „პარკ დე პრენსზე” ჩატარდა, მოიგო „მარსელმა” 1:0. ადრეც მოგახსენეთ, რომ იმ მატჩის ბოლოს, მსაჯის წამატებულ წუთებში გუნდებს შორის ატყდა ჩხუბი. მსაჯმა ხუთი წითელი ბარათი ამოიღო. ერთ-ერთი მათგანი მასპინძელთა ბრაზილიელ ვარსკვლავ...

მესის ოთხი მიზანი
ჩანაწერი

მესის ოთხი მიზანი

„ბარსელონაში” თავისი მე-17 სეზონის წინ ლეო მესი ოთხ ახალ რეკორდს უმიზნებს. არადა, სულ ცოტა ხნის წინ ისე ჩანდა, თითქოს არგენტინელმა „ბლაუგრანას” შემადგენლობაში თავისი ბოლო მატჩი უკვე ჩაატარა. კვირას „ბარსა” „ვილიარეალთან” მატჩით ახალ სეზონს იწყებს. შესაბამისად, ჩვეულ, „წლობით ნაცვამ” მაისურში ახალ სეზონს იწყებს მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელიც. კატალონიურმა გაზეთმა „სპორტმა” ამ ამბავს მთელი პირველი გვერდი და...

თქვენი იყოს, წაიღეთ!
ჩანაწერი

თქვენი იყოს, წაიღეთ!

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს, შეძლებისდაგვარად დაეხმარონ კლუბს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისის პირობებში. ერთობლივი გადაწყვეტილებით, ფეხბურთელებმა უარი თქვეს პრემიალურ თანხებზე, რომელიც ქვეყნის ჩემპიონობისა და სუპერთასის მოგებისთვისაა გათვალისწინებული. კონკრეტულად: ჩემპიონობისთვის თითოეულ მათგანს 700 ათასი ევრო ერგებოდა, სუპერთასის მოგებისთვის პრემიად კი 300-300 ათასი ევრო იყო დათქმული. მარტივი მათემატიკა გვეუბნება, რომ მოთამაშეებმა ამ გზით კლუბს დაახლოებით 25 მილიონი...

სიმონა და მხოლოდ სერენა
ჩანაწერი

სიმონა და მხოლოდ სერენა

რუმინელმა სიმონა ჰალეპმა რომში გაასამა – ზედიზედ მესამე ტურნირი მოიგო. მისმა მეტოქემ, ჩეხმა კაროლინა პლიშკოვამ ფინალში წინააღმდეგობა ტრავმის გამო 0:6, 1:2 ანგარიშისას შეწყვიტა. 28 წლის რუმინელი ამჟამად მსოფლიოს მეორე ჩოგანია და მხოლოდ ეშლი ბარტის ჩამორჩება. 2013 წელს მან კარიერაში პირველად მოიგო WTA-ის ტიტული და მას შემდეგ ჯამში 22-ჯერ იპირველა. ამავე პერიოდში უფრო მეტი ტურნირი მხოლოდ...

მესის და რონალდუს გარეშე
ჩანაწერი

მესის და რონალდუს გარეშე

კევინ დე ბრუინი, რობერტ ლევანდოვსკი და მანუელ ნოიერი – ეს სამი ფეხბურთელი იბრძოლებს 2019-20 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზისთვის. ეს სია უეფამ საკუთარ ვებგვერდზე წარმოადგინა. პირველად ხდება, რომ ბოლო 12 წლის მანძილზე სამეულში არც კრიშტიანუ რონალდუა და არც ლიონელ მესი. ბელგიელი დე ბრუინი „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველია, ხოლო თავდამსხმელი ლევანდოვკი და მეკარე ნოიერი მიუნხენის „ბაიერნს“ წარმოადგენენ....

შოთას კორონავირუსი დაუდასტურდა
ჩანაწერი

შოთას კორონავირუსი დაუდასტურდა

უზბეკური მედიის ცნობით, ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. უზბეკური მედია იმასაც წერს, რომ არველაძეს ასთმა აქვს, რამაც, შესაძლოა, მდგომარეობა ცოტა დაამძიმოს. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ცნობილი არ არის, ვიცით მხოლოდ ის, რომ შოთი თვითიზოლაციაში იმყოფება, სადაც 14 დღის განმავლობაში მოუწევს დარჩენა. ეს ნიშნავს, რომ ქართველი სპეციალისტი „ფახთაქორს“ აზიის  ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის...

მაქს აარონსი, გულით ბარსელონელი
ჩანაწერი

მაქს აარონსი, გულით ბარსელონელი

„ნორვიჩ სიტის” 20 წლის მარჯვენა მცველმა მაქს აარონსმა „ბარსელონასთან” პირობები შეათანხმა. მას კატალონიელები ხუთწლიან კონტრაქტზე მოელაპარაკნენ, მაგრამ თავად კლუბებს ჯერ კიდევ არ დაურტყამთ ხელი ხელს. „ბარსას” მწვრთნელ რონალდ კუმანს ინგლისელი ძალიან მოსწონს და ეს, მისთვის, გასულ სეზონში, პირადი შეხვედრის დროს არც დაუმალავს. აარონსამდე „ბარსელონა” „აიაქსის” ამერიკელი მცველის სერჟინიო დესტის ყიდვას აპირებდა, მაგრამ „ბაიერნმა” აჯობა —...

მოიესს როგორც იქნა შეეყარა კორონა
ჩანაწერი

მოიესს როგორც იქნა შეეყარა კორონა

„ვესტ ჰემმა” დაადასტურა, რომ მწვრთნელ დევიდ მოიესს კორონავირუსი სჭირს. გუშინ, „ჩაქუჩებმა” „კარაბაოს თასზე” „ჰალს” მოუგეს 5:1. ამ შეხვედრის წინ აღებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ covid 19 შეჰყრიათ ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებს ისა დიოპსა და ჯოშ კალენსაც. მაშ, რატომ ჩატარდა თამაში? იმიტომ, რომ ანალიზის პასუხები მის დაწყებამდე მხოლოდ და მხოლოდ ერთი საათით ადრე მოვიდა. სამეულიდან სიმპტომები არც ერთს...

ვისი გუნდი უფრო ძვირია?
ჩანაწერი

ვისი გუნდი უფრო ძვირია?

„ტრანსფერმარკეტის” დათვლით „ლივერპული” მსოფლიოს ყველაზე ძვირფასი კლუბი გამოდგა. ეს სტატუსი მერსისაიდელებმა ზაფხულის ერთი შეხედვით მოკრძალებული ნასყიდობების წყალობით შეიძინეს. გასულ კვირას „წითლებმა” დაიმატეს ტიაგო ალკანტარა და დიოგო ჟოტა, რის შედეგადაც მათი ფასი თითქმის მილიარდი გირვანქა, ზუსტად კი 986,7 მილიონი გახდა. ერთი შეხედით გასაკვირია, რომ იურგენ კლოპის გუნდი უფრო ხარჯიანი აღმოჩნდა, ვიდრე „მანჩესტერ სიტი”, რომელიც ყბადაღებული არაბული...

რომამ ფრე წააგო
ჩანაწერი

რომამ ფრე წააგო

იტალიის სერია ა-ს პირველ ტურში „რომამ“ გასვლითი მატჩი ვერონასთან ფრედ, 0:0 ითამაშა, მაგრამ წაგება ჩაეთვალა. როგორც ირკვევა, „ჯალოროსის“ შემადგენლობაში ითამაშა ფეხბურთელმა, რომელსაც ამის უფლება არ ჰქონდა. „რომამ“ 23 წლის ნახევარმცველი ამადუ დიავარა შეცდომით 22-წლამდე გუნდის განაცხადში შეიყვანა, ხოლო „ვერონასთან“ 25-კაციან განაცხადის მიღმა დარჩა. ამის მიუხედავად, მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ დიავარა ძირითად შემადგენლობაში გაამწესა და მანაც...