ხშირ შემთხვევაში ფეხბურთელის კარიერას ერთი კარგი თამაში განსაზღვრავს. ასე დაემართა ნორვეგიელ იენს ჰეუგეს, რომელმაც ევროპა ლიგის შეხვედრაში „მილანს“ მისსავე „სან სიროზე“ გაუტანა. იტალიელებმა „ბოდო გლიმტი“ 3:2 დაამარცხეს. 20 წლის ჰეუგემ იმდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, „როსონერის“ ბოსებს ბევრი არ უფიქრიათ და „ბოდო გლიმტს“ მის სანაცვლოდ 4 მილიონი ევრო შესთავაზეს. თუ ვაჭრობაა, ვაჭრობა იყოსო და „გლიმტმა“ 6…
საქართველოს 2019 წლის საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი „შემოდგომის ერთა თასის“ ორ მატჩს მოემსახურება. 22 ნოემბერს ის „მარიფილდზე“, შოტლანდიისა და საფრანგეთის ნაკრებების შეხვედრაში უეინ ბარნსის, ხოლო 28 ნოემბერს, იმავე „მარიფილდზე“, შოტლანდიისა და ფიჯის მატჩში ენდრიუ ბრისის დამხმარე იქნება „ეს არის მომენტი, რომელზეც ამ ასაკში ვერც კი ვიოცნებებდი. შოტლანდია-საფრანგეთი ძველისძველი დაპირისპირებაა და ფაქტობრივად, ექვსი ერის ტოლფასი შეხვედრის…
ამას წინათ ერთ ძველ ფეხბურთელს შევხვდი, მოვიკითხეთ ერთმანეთი, გავიხსენეთ ისტორიები… ჰოდა, მიყვება… – სსრკ ჩემპიონატისას ხარკოვში ვართ ჩასულები, მსაჯი „გამაზული“ გვყავს. გვიტევს „მეტალისტი“, მაგრამ არ გვეშინია, მსაჯი ჩვენია. გოლი არ ჩაუთვალა მეტოქეს – არარსებული თამაშგარე მოიგონა, მერე ასპროცენტიანი პენალტი არ დაუდო. მოკლედ, წინ და უკან ჩვენ სასარგებლოდ უსტვენს. ერთ უწყინარ სიტუაციაში ჩვენ საჯარიმოში ბურთი ჩააწოდეს,…
ხამეს როდრიგესმა პრემიერლიგაში სახე იცვალა. „ევერტონში”, რომელსაც კარლო ანჩელოტი წვრთნის, კოლუმბიელი საკუთარი თავის რწმენით აივსო და ნიჭს გაცილებით უკეთ ავლენს. ესპანური გაზეთი „მარკა” წერს, რომ ის „რეალში”, ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით ასე ვერ თამაშობდა. „მარკამ” გადაწყვიტა შეედარებინა, თუ რა განსხვავებაა ხამესს ზიდანის ხელში და ხამესს ანჩელოტის ხელში. ესპანელი ჟურნალისტების ვერსია ასეთია: რწმენა: გულწრფელები თუ ვიქნებით, რთული…
ლეო მესის ნეიმარი, დანი ალვეში და სამუელ ეტო’ო შეუერთდნენ — ისე მოქცევა, თქვენ რომ ლუის სუარესს მოექეცით, არ შეიძლებაო, უკიჟინებენ ისინი „ბარსელონას”. „ბლაუგრანას” ლეგენდებმა თავიანთი აღშფოთება გამოხატეს იმის გამო, რომ გუნდის ახალმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა 33 წლის ურუგვაელი ცივად დაითხოვა, კლუბმა კი ის კონკურენტ „ატლეტიკოს” 6 მილიონ ევროდ მიჰყიდა. მეგობრის გაგდების გამო მესიმ „ბარსელონას” გასაგონად…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes