ჭდე: შემოდგომის ერთა თასი

Home შემოდგომის ერთა თასი
ნინიაშვილიც ლიონშია!
ჩანაწერი

ნინიაშვილიც ლიონშია!

დავით ნინიაშვილი ბექა საღინაძის კვალს გაჰყვა და კარიერას ისიც ტოპ-14-ის  „ლიონში“ გააგრძელებს! 18 წლის ბორჯღალოსანმა ფულბექმა ლიონური კლუბის დამრიგებლის პიერ მინიონის ყურადღების ცენტრში თავისი სანაკრებო დებიუტისთანავე აღმოჩნდა. მაშინ ჯერ კიდევ 17 წლისა, „შემოდგომის ერთა თასზე“ ირლანდიასთან შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა და მას მერე ლიონელები ყურადღებით აკვირდებოდნენ. დავითმა საფრანგეთის მთავარი ლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა...

რაზმი
ჩანაწერი

რაზმი

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, შემოდგომის პირველი ორი ტესტ-მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. საქართველოს ნაკრები 23 ოქტომბერს ედინბურგში, „მარიფილდზე“ შოტლანდიის ნაკრებს ეთამაშება, ხოლო 1 ნოემბერს რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადადებულ შეხვედრაში რუსეთს თბილისში უმასპინძლებს. ამ მატჩებისთვის ჯამში 38 მორაგბე მოემზადება, რომელთაგან 22 მორკინალი და 16 ხაზის მოთამაშეა. 14 ნოემბრიდან ბორჯღალოსნები „შემოდგომის ერთა თასში“ ჩაერთვებიან, სადაც 14 ნოემბერს...

მზადება თვითიზოლაციასთან ერთად
ჩანაწერი

მზადება თვითიზოლაციასთან ერთად

საქართველოში მყოფი ბორჯღალოსნები ორშაბათიდან „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეკრებაზე შევლნენ და 11 ოქტომბრამდე შემოდგომის მატჩებისთვის მზადების პირველ ეტაპს გაივლიან. საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური საიტის ცნობით, COVID-19-ის პანდემიის გამო, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის გათვალისწინებით, მთელი ეს პერიოდები ბორჯღალოსნები თვითიზოლაციაში იქნებიან და გარე სამყაროს მოწყდებიან. შესაბამისად, ვარჯიშებიც დახურული იქნება, რათა შოტლანდიაში და „შემოდგომის ერთა თასზე“ გამგზავრებამდე, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი...

ამაშუკელი „რვა ერის“ მატჩებში!
ჩანაწერი

ამაშუკელი „რვა ერის“ მატჩებში!

საქართველოს 2019 წლის საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი „შემოდგომის ერთა თასის“ ორ მატჩს მოემსახურება. 22 ნოემბერს ის „მარიფილდზე“, შოტლანდიისა და საფრანგეთის ნაკრებების შეხვედრაში უეინ ბარნსის, ხოლო 28 ნოემბერს, იმავე „მარიფილდზე“, შოტლანდიისა და ფიჯის მატჩში ენდრიუ ბრისის დამხმარე იქნება „ეს არის მომენტი, რომელზეც ამ ასაკში ვერც კი ვიოცნებებდი. შოტლანდია-საფრანგეთი ძველისძველი დაპირისპირებაა და ფაქტობრივად, ექვსი ერის ტოლფასი შეხვედრის...