ჭდე: მეტალისტი

Home მეტალისტი
უკრაინის ჩემპიონატი დაიწყო
ჩანაწერი

უკრაინის ჩემპიონატი დაიწყო

დღეს, 23 აგვისტოს, უკრაინის პრემიერლიგის ახალი სეზონი დაიწყო. პირველ მატჩში დონეცკის „შახტარმა“ ხარკოვის „მეტალისტ 1925-ს“ „უმასპინძლა“ კიევში, ოლიმპიურ სტადიონზე. შეხვედრა უგოლოდ – 0:0 დასრულდა. საინტერესოა, რომ სიმბოლურად პირველი დარტყმის უფლება უკრაინელ ჯარისკაცს მისცეს, რომელმაც აპლოდისმენტების ფონზე გახსნა ახალი სეზონი. მას „შახტარის“ შარფი ეკეთა. „შახტარს“ მაისურებზე ეწერა – „დონეცკი. უკრაინა გაიმარჯვებს!“

ჩანაწერი

ის, რაზეც პასუხი არ არსებობს…

ამას წინათ ერთ ძველ ფეხბურთელს შევხვდი, მოვიკითხეთ ერთმანეთი, გავიხსენეთ ისტორიები… ჰოდა, მიყვება… – სსრკ ჩემპიონატისას ხარკოვში ვართ ჩასულები, მსაჯი „გამაზული“ გვყავს. გვიტევს „მეტალისტი“, მაგრამ არ გვეშინია, მსაჯი ჩვენია. გოლი არ ჩაუთვალა მეტოქეს – არარსებული თამაშგარე მოიგონა, მერე ასპროცენტიანი პენალტი არ დაუდო. მოკლედ, წინ და უკან ჩვენ სასარგებლოდ უსტვენს. ერთ უწყინარ სიტუაციაში ჩვენ საჯარიმოში ბურთი ჩააწოდეს,...