ბრიტანული მედიის ცნობით, ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა, შესაძლოა, ნიდერლანდების ნაკრები ჩიბაროს.
70 წლის ფრანგი სპეციალისტი უკვე დაუკავშირდა ნიდერლანდების ფეხბურთის ასოციაციას და განუცხადა, რომ მზად არის ამ პოსტზე რონალდ კუმანი შეცვალოს, რომელიც დიდი ალბათობით „ბარსელონას“ თავკაცი გახდება. ადრე ისიც დაიწერა, რომ ვენგერმა კატალონიურ კლუბს უარი უთხრა.
ვენგერის ბოლო სამუშაო FIFA-ში იყო, სადაც ფეხბურთის გლობალური განვითარების განყოფილებას ხელმძღვანელობდა. მანამდე კი, 1996 წლიდან 2018 წლამდე „არსენალს“ თავკაცობდა, სადაც 17 ტიტულის მოგება მოახერხა.
როგორც ჩანს, ვენგერისთვის ჩინოვკის სამუშაო არც თუ მისაღებია და ისევ მინდორზე ყოფნა სურს…
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები12/10/2026 | 00:12საქართველო მსოფლიოში მესამეა
სარბიელი04/10/2026 | 19:45სარდალას მესამე…
სიახლეები24/09/2026 | 17:17სანიოლი – გვაქვს ამბიცია, რომ თამაშები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ
სიახლეები20/09/2026 | 23:04მიქაუტაძემ ესპანეთში გაიტანა [VIDEO]
