იტალიის ნაკრებმა ბოსნია და ჰერცოგოვინასთან ერთა ლიგის მატჩში 1:1 ითამაშა. ნამატჩევს ბევრს გაუჩნდა კითხვა, რატომ არ იყო სასტარტო შემადგენლობაში კიელინი. მის მაგივრად მოედანზე აჩერბი გავიდა. რობერტო მანჩინიმ ეს ასე ახსნა: „როცა სასტარტო შემადგენლობა მომიტანეს, სათვალის გაკეთება დამავიწყდა და ვერ შევნიშნე, რომ შემადგენლობაში აჩერბი იყო. წინასწარ დავგეგმეთ, რომ კიელინი და აჩერბი თითო შეხვედრაში ითამაშებდნენ. მატჩამდე ჯორჯოს...
ჭდე: ნიდერლანდი
ბარსა კუმანს ჩააბარეს
გადაწყვეტილი ამბავია – რონალდ კუმანი „ბარსელონას“ გაწვრთნის. 57 წლის სპეციალისტმა კონტრაქტს ხელი მოაწერა და კატალონიურ კლუბს 2022 წლის ზაფხულის ჩათვლით უთავკაცებს. ახალი მწვრთნელის პრეზენტაცია დღეს შედგება და ყველა სამედიცინო რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩაივლის. ფეხბურთელის რანგში კუმანმა „ბარსელონას“ მაისური 1989-95 წლების ჩათვლით მოირგო. 4-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, 3-ჯერ – სუპერთასის, ხოლო თითოჯერ სამეფო თასი, ჩემპიონთა თასის და...
ვენგერს ფეხბურთი მოენატრა
ბრიტანული მედიის ცნობით, ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა, შესაძლოა, ნიდერლანდების ნაკრები ჩიბაროს. 70 წლის ფრანგი სპეციალისტი უკვე დაუკავშირდა ნიდერლანდების ფეხბურთის ასოციაციას და განუცხადა, რომ მზად არის ამ პოსტზე რონალდ კუმანი შეცვალოს, რომელიც დიდი ალბათობით „ბარსელონას“ თავკაცი გახდება. ადრე ისიც დაიწერა, რომ ვენგერმა კატალონიურ კლუბს უარი უთხრა. ვენგერის ბოლო სამუშაო FIFA-ში იყო, სადაც ფეხბურთის გლობალური...
კორონამ ნიდერლანდი დაამარცხა
ნიდერლანდური ფეხბურთის მამებმა კორონავირუსის პანდემიისგან თავის დაზღღვევა გადაწყვიტეს და მეზობლების მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს – ისევე, როგორც ბელგიაში, სეზონი დახურულად გამოცხადაა. არადა, ერედივიზიონში გამორჩეულად კარგი სეზონი გამოდიოდა. „ალკმაარი“, რომელსაც 12 წელიწადია ტიტული არ მოუგია, მოქმედ ჩემპიონ ამსტერდამის „აიაქსთან“ პირველობას იყოფდა და გულშემატკივარს დაძაბული ფინალი ელოდა. ახლა კი, ჩემპიონად არავინ გამოცხადდება. სამაგიეროდ, ეს გადაწყვეტილება სახეიროა აუტსაიდერებისთვის –...



