საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი შეხვედრა „ბარსელონასა“ და „ნაპოლის“ შორის „კამპ ნოუზე“ გაიმართება.
იტალიური კლუბი ძალიან ბევრს მუშაობდა, რომ ეს მატჩი სადმე სხვაგან ჩატარებულიყო და მიზეზად ესპანეთში შებრუნებული კორონავირუსი დაასახელა. უეფამ ეს მიზეზი არ მიიღო. თუმცა, ვერც „ბარსა“ იგრძნობს თავს შინაურ არენაზე, რადგან მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება.
თითქოს „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტის ამითაც კმაყოფილი უნდა იყოს, მაგრამ, ნურას უკაცრავად – კლუბის მფლობელი კინოპროდიუსერი უეფას ემუქრება.
„იმედი მაქვს, რომ ბარსელონაში საგანგაშო არაფერი მოხდება და კორონავირუსი ჩვენგან შორს იქნება, სხვა შემთხვევაში ჯოჯოხეთს მოვაწყობთ. ჩვენ ღიად ვესაუბრეთ უეფას, მაგრამ მათ არ ესმით, ვერ ხედავენ და არ ლაპარაკობენ,“ – განაცხადა დე ლაურენტისმა.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი მერვედფინალური შეხვედრა ნეაპოლში 1:1 დასრულდა. საპასუხო მატჩი კი, 8 აგვისტოს გაიმართება.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა
