ლეგენდარული იოჰან კრუიფის ვაჟმა, ხორდი კრუიფმა ეკვადორის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უმცროს კრუიფს ეკვადორელები ერთხელაც არ გაუყვანია მოედანზე.
ნიდერლანდელმა სპეციალისტმა სამხრეთ ამერიკული ნაკრები წლეულს იანვარში ჩაიბარა და სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. პირველი მატჩი ეკვადორელებს მისი ხელმძღვანელობით 26 მარტს არგენტინასთან უნდა ეთამაშათ, თუმცა კორონაპანდემიის გამო, მოგეხსენებათ, სეზონი შეჩერდა. კრუიფს მატჩი კი არა, გუნდთან ერთი ვარჯიშიც კი არ ჩაუტარებია. მეტიც, დანიშვნის შემდეგ ეკვადორში არც კი ჩასულა და სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია მისი კრიტიკა.
კრუიფს ეკვადორში წინა კვირას ელოდნენ, მაგრამ ამაოდ. ჰოდა, იქურმა ფედერაციამ გადაწყვიტა კონტრაქტი ცალმხრივად გაეწყვიტა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური23/10/2026 | 14:13ბასილაშვილი ნახევარფინალშია
სიახლეები21/10/2026 | 22:04ფუტსალი წაგებას დაეჩვია
აქეთურ-იქითური15/10/2026 | 18:05თითქმის მოგებული წაგებული დარჩა
სიახლეები06/10/2026 | 23:12ვიცე-ეთერი…
