გერმანიის ნაკრებისა და „ბაიერნის“ ცნობილმა ექიმმა, ჰანს-ვილჰელმ მიულერ-ვოფარტმა, რომელსაც ფეხბურთის ბევრი ვარსკვლავი განუკურნია მძიმე ტრავმებისგან, ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ბაიერნში“ მუშაობისას, ხოსეპ გვარდიოლა მის საქმეებში ერეოდა.
„ვერაფრით ვეგუებოდი იმას, რომ ახალგაზრდა, წარმატებული მწვრთნელი, გვარდიოლა, სამედიცინო ჯგუფის მუშაობაში ერეოდა. მას მიაჩნდა, რომ უკეთ ესმოდა ეს სფერო.
ახლანდელი ურთიერთობა? შევხვდით, ვილაპარაკეთ. ამით გაუგებრობა ამოიწურა. ერთმანეთს პატივს ვცემთ. მითხრა, რომ აფასებს ჩემს სამუშაოს და კვალიფიკაცია არასოდეს დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ,“ – თქვა მიულერ-ვოლფარტმა.
ჰანს-ვილჰელმი „ბაიერნში“ 40 წელიწადი მუშაობდა. 2015-ში გვარდიოლასთან კონფლიქტის გამო დატოვა კლუბი. ხოლო ესპანელის „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლის შემდეგ, დაბრუნდა რეკორდმაისტერში.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 13:52იბერია ისევ ლიდერია
მთავარი ამბავი19/06/2026 | 20:13რუსთავი – ახალი ლიდერი
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:28ქეცბამ მეორედ წააგო
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:12კუკურელია რეალში
