
ესპანური „მარკას“ ინფორმატორს თუ ვენდობით, პსჟ სერიოზულად აპირებს ერლინგ ჰოლანდისთვის ბრძოლაში ჩართვას. პარიზელებს ერთბაშად ორი თავსატკივარი აქვთ: კილიან მბაპე წლეულს ან გაისად აუცილებლად გაექცევათ მადრიდის „რეალში“ და ნეიმარს კი „ბარსელონაში“ დაბრუნება ამოუჭრია გულში.ამ ორ ფეხბურთელზე შორსმიმავალ სტრატეგიას ვერ ააგებ, ახალგაზრდა ნორვეგიელი კი დიდწილად დააბალანსებდა პსჟ-ს შეტევის ხაზს.
შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერი გასულ ზამთარს „დორტმუნდს“ 20 მილიონი ევრო დაუჯდა. ერლინგმა ფურორისთვის ორიოდე თვე იკმარა და 12 შეხვედრაში 13-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
კილიან მბაპე ერთია და, ნორვეგიელი სუპერბიჭუნაც სურს ფლორენტინო პერესს. ორი კლუბის ჯიუტი პრეზიდენტების ჯახს სულ მცირე ერთი გამარჯვებული მაინც ეყოლება – დორტმუნდელები დახარჯულ 20 მილიონში ხუთმაგზე ნაკლებს არ დათანხმდებიან.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
