კორონავირუსის გამო დაცარიელებული ტრიბუნების შევსება სცადა სამხრეთ კორეულმა „სეულმა“, რომელიც მეორე ტურის საშინაო შეხვედრაში „გუანჯოუს“ დაუხვდა და 1:0 დაამარცხა. კლუბის ხელმძღვანელობამ ორიგინალური ხერხი კი მოიფიქრა, მაგრამ ნამეტანი გამოუვიდა, რისთვისაც ბოლოს ბოდიში მოიხადა.
საქმე ის არის, რომ კლუბს მატჩის დროს ტრიბუნებზე მანეკენების განთავსება სურდათ და ერთ-ერთ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმეს. თუმცა, არც კი დაინტერესდნენ რა კომპანია იყო და, შედეგად, „სეულ ვორლდ ქაფის“ ტრიბუნებზე გასაბერი ქალები აღმოჩდნენ.
„სეულის“ ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ კომპანია Dalkom-მა ისინი დაარწმუნა, თოჯინები ტანსაცმლის დემონსტრაციისთვის გამოიყენებაო.
„ჩვენმა თანამშრომლებმა ყველა გამოგზავნილი იმ საქონლის შემოწმება ვერ მოასწრეს. ეს იყო ჩვენი შეცდომა. კორონავირუსის გამო მატჩების ცარიელი ტრიბუნების ფონზე მიღებული გადაწყვეტილების გამო, გვინდოდა ფეხბურთელებისთვის სტადიონზე უკეთესი ატმსოფერო შეგვექმნა. გვინდა კიდევ ერთხელ მოვუბოდიშოთ ყველას, ვისაც „სეული“ უყვარს და გულშემატკივრობს“, – წერია კლუბის განცხადებაში.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 20:16დიდი კუში
სიახლეები13/09/2026 | 00:05გიორგი გაგუა – დუბლი და MVP [VIDEO]
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 21:17ოფიციალურად მეთოფე
