ბრაზილიის ნაკრებში თამაშობდა თავდამსხმელი ედილსონ და სილვა ფერეირა, რომელსაც მოკლედ ედილსონს ეძახდნენ. 2002 წელს ის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. კორეა-იაპონიის მუნდიალზე მან ოთხ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
48 წლის ედილსონმა ამ დღეებში ინტერვიუ მისცა TV Bandeirantes-ს, სადაც თავის ოსტატობაზე ილაპარაკა.
„როდესაც საუკეთესო ფორმაში ვიყავი, ნეიმარს ვჯობდი”, — თქვა ფეხბურთელმა, რომელსაც, იჯარებსაც თუ მივათვლით, 18 კლუბში აქვს ნათამაშები. მათ შორის ყველაზე სახელგანთქმულები იყო „პალმეირასი”, „ბენფიკა”, „კორინთიანსი”, „ფლამენგო”, „ვასკუ და გამა” და „ბაია”.
ედილსონმა დასძინა: „თუ მას უნდა, რომ მაჯობოს, მსოფლიოს ჩემპიონი უნდა გახდეს”.
შემდეგ, ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი (21 თამაში, 6 გოლი) ლეო მესის და კრიშტიანუ რონალდუსაც გადაწვდა:
„მე ძალიან ძლიერი ვიყავი და მაინც, მესი მჯობია. თუმცა, ჩემამდე მასაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული აკლია. რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს, ის ფიზიკური ძალაა და მეტი არაფერი. მართალია, ორივე ფეხით კარგად არტყამს, მაგრამ მე მასზე ტექნიკური ვიყავი”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 08:39იყო თუ არა გასაგდები ბოსნიელების მეკარე?
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 07:22ხვალინდელი ბრძოლისთვის UFC-მ სარეკორდო 60 მილიონი დახარჯა
მთავარი ამბავი12/06/2026 | 07:46მას მერე, რაც კოლინამ წითლები შეამცირა
აქეთურ-იქითური11/06/2026 | 09:03დროშებს და ჰიმნებს მიღმა
