ევროპას ნელ-ნელა ფეხბურთი უბრუნდება. იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით 18 მაისიდან გუნდური ვარჯიშები განახლდება. სამედიცინო პროტოკოლის გათვალისწინებით, შესაძლოა, რამდენიმე უმნიშვნელო ცვლილება შევიდეს. როგორც ცნობილია, რამდენიმე გუნდმა უკვე დაიწყო ვარჯიში, მაგრამ სოციალური დისტანციით. გერმანიის ფეხბურთის კავშირმა კი დარჩენილი სათასო მატჩების კალენდარიც გამოაქვეყნა. ნახევარფინალები 9 და 10 ივნისს გაიმართება, ხოლო ფინალი – 4 ივლისს. მესამე ლიგა 26 მაისს განახლდება,…
სამეფო კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, პრიმერას განახლების შემდეგ საშინაო მატჩები არა მადრიდის „სანტიაგო ბერნაბეუზე“, არამედ, ვალდებებასეში მდებარე მისსავე საწვრთნელ ბაზაზე გამართოს. ეს კლუბს ზედმეტი საორგანიზაციო ხარჯებისგან თავის არიდების საშუალებას მისცემს. გადაწყდა ისიც, რომ აბონემენტების მფლობელი ქომაგები დარჩენილი 6 საშინაო მატჩზე ვერ დაშვებითვის ფულად კომპენსაციას მიიღებენ. თუ „რეალმა“ საშინაო 1:2-ს მერე ჩემპიონთა ლიგაში „სიტის“ ბარიერი დაძლია, ერთი…
იტალიური „ნაპოლის“ ფორვარდი დრის მერტენსი ლონდონის „ჩელსიში“ გადასვლასთან ახლოს არის. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. როგორც ირკვევა, ფეხბურთელს თავად ფრენკ ლამპრადი დაუკავშირდა და მის გადაბირებას ცდილობს. 33 წლის ბელგიელი წინააღმდეგი არ არის. ლონდონელებს მერტენსის ხელში ჩაგდება უფასოდ შეეძლებათ, რადგან ფეხბურთელს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება. მიმდინარე სეზონში ბელგიელმა შემტევმა 29 მატჩში ითამაშა, 12 გოლი გაიტანა…
ფრანგმა მცველმა ვილი სანიოლმა მონდიალი 2006-ის ფინალი გაიხსენა. საფრანგეთი დამატებით დროში უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ზინედინ ზიდანის გაძევებამ ბოლო წუთებში თამაში გაათანაბრა და ბოლოს პენალტები დაინიშნა, რომელშიც იტალიელებმა მოიგეს. სანიოლი აცხადებს – ზიდანმა მარკო მატერაცის მუცელში რომ თავი ჩაარტყა, ამით მთლიანად საფრანგეთი დააზარალა და ეს არასწორი საქციელი იყოო. „ფინალის მერე ყველანი სტრესში ვიყავით. ყველა ფეხბურთელი ზიდანს…
მიუნხენის „ბაიერნის“ ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ფილიპე კოუტინიუმ მარჯვენა ფეხის ტერფზე ოპერაცია 24 აპრილს გაიკეთა. წინასწარი პროგნოზით, ფეხბურთელი ბუნდესლიგის განახლებას სრულ მზადყოფნაში უნდა შეხვედროდა, მაგრამ ტრავმა გართულდა. ექიმების თქმით, სარეაბილიტაციო კურსი ექვსიდან რვა კვირამდე გასტანს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონში კოუტინიუ „რეკორდმაისტერს“ ვეღარ დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ კოუტინიუს კონტრაქტი „ბარსელონას“ ეკუთვნის, გერმანელებთან საიჯარო ხელშეკრულებას კი სეზონის ბოლოს…
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დიდების დარბაზის წევრი შაკილ ონილი მიმდინარე სეზონის საერთოდ გაუქმებას ითხოვს. მისი აზრით, ვინც არ უნდა გახდეს ჩემპიონი, სეზონის ლეგიტიმურობას და ჩემპიონობასაც მუდმივად გაჰყვება კითხვის ნიშნები და განმარტებების აუცილებლობა. „ვფიქრობ, სეზონი უნდა გაუქმდეს, ყველა სახლში წავიდეს, გამოჯანმრთელდეს და კალათბურთს უკვე მომდევნო სეზონიდან დავუბრუნდეთ. ვინც არ უნდა გახდეს ჩემპიონი, ვერ მიიღებს უმთავრეს ჯილდოს –…
„ლივერპულის“ მცველმა, ენდრიუ რობერტსონმა, ჟურნალისტებს უამბო, თუ როგორ იქცევა წითლების მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, როცა ნასვამია. „როცა კლოპი მთვრალია, ის ორმაგად კლოპია. ყოველთვის ამბობს, თუ რაიმეს აკეთებ, ასი პროცენტით უნდა შეასრულო, ასი პროცენტით დაიხარჯო თამაშისას, ასი პროცენტით იმუშავო ვარჯიშებზე, ასევე ასი პროცენტით გაილაღო წვეულებებზეო. თავადაც ასე იქცევა. დალევს ხოლმე და მერე სამჯერ თუ ოთხჯერ მეტად…
1995 წელს ბოსმანის საქმემ ფეხბურთი შეცვალა. მათ უკვე თამამდ შეეძლოთ ახალ კლუბებში გადასულიყვნენ, რითიც საფეხბურთო აგენტებს მეტი ძალა შემატეს. მას შემდეგ 25 წელი გავიდა. ახლა აგენტების სახელები თითქმის ყველამ იცის – მათ აქვთ ძალაუფლება და იმპერია. თუმცა, არის ერთი საფეხბურთო აგენტი, რომელის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. კონსტანტინ დუმიტრასკუს კლიენტები არიან კავანი, მატიჩი, კანტე, ვარანი, ჟირუ,…
ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს სასამართლოში უჩივლეს. საქმე ეხება საავტორო უფლებების დარღვევას, რაც პერსპექტივაში სასჯელის სახით ერთიდან ოთხ წლამდე პატიმრობას, პატენტების უწყებისთვის კი 100 მილიონი ევროს გადახდას ითვალისწინებს. ისტორია დასაბამს 2000-იანი წლების გარიჟრაჟზე იღებს, როცა ბრაზილიელმა ჰაინე ალემანიემ არგენტინელ პაბლო სილვასთან ერთად გამოიგონა სპეციალური სპრეი საფეხბურთო არბიტრებისთვის. მოგეხსენებათ, სპრეით არბიტრები სტანდარტული მდგომარეობისას ზუსტ წერტილს მონიშნავენ ხოლმე,…
ევროპის სუპერლიგის შექმნის გეგმა ხომ გახსოვთ? ბობოლა კლუბთა ზე-ეროვნული ჩემპიონატის იდეა შარშან ფიფამ და უეფამ თითქოს აღგავეს, მაგრამ დღეს, როდესაც covid 19-მა ტრადიციულ საფეხბურთო ბიზნესს ზვავივით გადაუარა, „სეპარატისტებს” ხელახლა გაეხსნათ ხელ-ფეხი. ისინი ამბობენ, რომ ასეთ ხელსაყრელ დროს ვეღარ ნახავენ. შესაძლოა, სუპერლიგის შექმნას ზოგიერთი სუპერკლუბიც ცდილობს, მაგრამ ამ ისტორიაში კლუბები მთავარი მოთამაშეები არ არიან. მათზე მეტად…
ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი და მისი მთავრობა აცხადებენ: სანამ ვაქცინა არ იქნება, ტრიბუნაზე ფეხს ვერავინ შედგამს! გასაგებია, რომ ლაპარაკია კორონავირუსის აცრაზე. covid 19-მა დღეისათვის, მსოფლიოში 283 860, ხოლო გაერთიანებულ სამეფოში 31 855 ადამიანი იმსხვერპლა. ბრიტანეთის ხელისუფლება მინიმუმ სექტემბრამდე ამ საკითხს არც კი დაუბრუნდება, თითქოს არ არსებობდეს. ეს ფრიად უსიამოვნო ცნობაა ქვეყნის ფეხბურთის კლუბებისთვის, რომლებიც, როგორც ჩანს, მომავალი…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes