პრემიერლიგის კლუბები კორონავირუსზე ტესტებს უკვე იკეთებენ. იმისათვის, რომ ინგლისის შეწყვეტილი ჩემპიონატი განახლდეს, სულ საჭიროა 40 000 ტესტი, რაც 4 მილიონი გირვანქა დაჯდება. გაირკვა, რომ ერთ წაყვან კლუბს უკვე დაუწყია თავისი მოთამაშეებისა და თანამშრომლების შემოწმება. მას ტესტები შეუძენია და ფეხბურთელებისთვის შინ დაუგზავნია. კლუბს ჯერ არ ასახელებენ.
გეგმის თანახმად, პრემიერლიგელებმა ვარჯიში შემდეგ ორშაბათს უნდა განაახლონ. ჯერჯერობით, ლაპარაკია ინდივიდუალურ პროგრამაზე. რაც შეეხება სრულყოფილ გუნდურ წვრთნას, ისევ და ისევ გეგმის თანახმად ის 25 მისს განახლდება, თუმცა ჯერ მთელი ბრიტანეთი ხუთშაბათ დღეს ელოდება, როდესაც პრემიერი ბორის ჯონსონი შეზღუდვებს შეამსუბუქებს. არავინ იცის კერძოდ რას და რამდენად შეამსუბუქებს გაერთიანებული სამეფოს წინამძღოლი.
პრემიერლიგაში დარჩენილია 92 თამაში. მათი ჩატარების ერთადერთი წინაპირობა საყოველთაო და რეგულარული ტესტირებაა.
არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთმა კლუბმა ტესტების უცხოეთიდან შემოტანაზეც იფიქროს, თუმცა მათ აფრთხილებენ, რომ ყველა ტესტი სანდო არ არის.
როდესაც ვარჯიშები აღდგება, ფეხბურთელებს, ოფიციალურად, კვირაში ორჯერ ჩაუტარებენ ტესტირებას.
აღსანიშნავია, რომ გერმანიაში ზედა ორი ლიგის გუნდებს გასული კვირის ბოლოს უკვე ჩაუტარეს ტესტირება. ავად მხოლოდ „კიოლნის” ფიზიოთერაპევტი და მისი ორი კოლეგა აღმოჩნდა.
წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა ტესტირება რომ არ ჩაეტარებინათ. ფიზიოთერაპევტი, თავისი პროფესიიდან გამომდინარე, ხომ ფაქტობრივად მთელ გუნდს დააავადებდა.
გერმანულ კლუბებს მეორე ტესტი დღეს ელით, შემდეგ კი ვარჯიშებზე გადადიან.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური22/10/2026 | 09:33პარიზიენი: როგორ შევავსოთ უზარმაზარი სიაცარიელე?
სიახლეები22/10/2026 | 07:44დემბელეს და მარკინიოსის რამდენიმე კვირა
მთავარი ამბავი22/10/2026 | 06:49კვარას კონტრაქტის გახანგრძლივებას შესთავაზებენ
აქეთურ-იქითური21/10/2026 | 12:04რატომ გაიზარდა გოლების რაოდენობა ჩემპიონთა ლიგაში?
