„ლივერპულის” ლეგენდას, კენი დალგლიშს, რომელიც 1979 წლის შემოდგომაზე თბილისშიც არის ნამყოფი და იმ დაუვიწყარ შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, როდესაც „დინამომ” მრისხანე მეტოქეს (ჩემპიონთა თასის ბოლო ორი გათამაშების გამარჯვებულს) 3:0 მოუგო, კორონავირუსი დაუდგინეს.
ოჯახის წევრების ცნობით „ენფილდის” ვარსკვლავს სიმპტომები საერთოდ არ ჰქონია და ტესტი რომ არ გაეკეთებინა, ვერც კი მიხვდებოდა, რომ ავადაა. მათ აგრეთვე თქვეს, რომ შოტლანდიის ნაკრებისა და „სელტიკის” ყოფილი თავდამსხმელი სამედიცინო პერსონალმა ძალიან თბილად მიიღო და სავარაუდოდ, ის მალე შინ დაბრუნდება.
კენი დალგლიში 69 წლისაა.
დალგლიში „ლივერპულში” თამაშის წლებში ხუთჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი. ამ მონაგარს მან მეექვსე ტიტული მოთამაშე-მწვრთნელის რანგში მიამატა, ხოლო კიდევ ორი, უკვე მერე, მწვრთნელობის დროს მოიგო.
1983 წელს ის იყო „ფრანს ფუტბოლის” „ოქროს ბურთის” ლაურეატი.
1978, 1981 და 1984 წლებში ჩემპიონთა თასი (ახლანდელი ლიგა) მოიგო.
როგორც „სელტიკის” ფეხბურთელმა, კენი დალგლიშმა ოთხჯერ მოიპოვა შოტლანდიის ჩემპიონის ტიტული.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები11/10/2026 | 11:58წიტას თამაში ჩაიშალა
სიახლეები11/10/2026 | 10:56ჟორჟის 23 წუთი და ვინისიუსის მორიგი სკანდალი
სიახლეები11/10/2026 | 09:36კვერნაძის გუნდმა კვარას ყოფილ გუნდთან წააგო
მთავარი ამბავი11/10/2026 | 07:53თითქმის იდეალური რე-სტარტი
