კონტინენტური რაგბის მმართველნა ორგანიზაციამ – „რაგბი ევროპამ“ ობიექტურად შეაფასა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული მოვლენები და თავისი ეგიდით გასამართი ტურნირები განუსაზღვრელი ვადით გადადო.
თავდაპირველად ტურნირების განახლება 15 აპრილს იგეგმებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შეუძლებელია და გადაწყვეტილებაც სავსებით ლოგიკურია.
„განსაკუთრებულ პერიოდში ვცხოვრობთ, რომელსაც სრული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ. ყველა იმ ადამიანისა და სპორტსმენის ჯანმრთელობა, რომელიც რაგბშია ჩართული, ჩვენთვის პრიორიტეტია და ამიტომ, ყველა ტურნირს განუსაზღვრელი ვადით ვაჩერებთ. არ განახლდება ტურნირები და მატჩები მანამ, ვიდრე არ შესრულდება ამისათვის საჭირო ყველა პირობა, მათ შორის არ იქნება დრო გუნდების მოსამზადებლად“, – განაცხადა რაგბი ევროპის პრეზიდენტმა ოქტავიან მორარიუმ.
რაგბი ევროპის ეგიდით, ყოველწლიურად 20-ზე მეტი ტურნირი და 80-ზე მეტი მატჩი იმართება, მათ შორის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, 7-კაცასა და 7-ქალას ტურნირები, ასევე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირები.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური21/10/2026 | 21:49ბრონკანის სანოემბრო 36
აქეთურ-იქითური19/10/2026 | 17:43ნინი, გელა და მატკავა-შოუ
აქეთურ-იქითური17/10/2026 | 20:52ავჭალაზე ჩაგდებული სტარტი
აქეთურ-იქითური15/10/2026 | 18:26შავი ლომის მეოთხე გამოწვევა
