დღე: მარტი 8, 2020

Home 2020 მარტი 08 (კვირა)
ტოჩი ვერას გახდა…
ჩანაწერი

ტოჩი ვერას გახდა…

იაპონური ოსაკას ედიონ-არენაზე დახურულ კარს მიღმა გაიხსნა გაზაფხულის ბაშო. ტოჩინოშინი რეიტინგში კიდევ უფრო დაქვეითებული შეხვდა ტურნირს. ერთ დროს ოძეკი ლევან გორგაძე მხოლოდ მე-9 მაეგაშირაა. მისი პირველი მეტოქე მე-11 მაეგაშირა სადანოუმი იყო და ქართველი ვერას გახდა. ხვალ მისი მეტოქე მე-11 მაეგაშირა ტიოტაირიუ იქნება. წინა 10 შეხვედრაში ლევანმა 8-ჯერ გაიმარჯვა და ეგებ ახლაც იყოჩაღოს…

მილანია თუ ჩრდილოეთ კორეა?
ჩანაწერი

მილანია თუ ჩრდილოეთ კორეა?

„მილანის“ექსდირექტორმა ზვონიმირ ბობანმა კლუბიდან გათავისუფლების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. „არ ვიცოდი, თუ ჩრდილოეთ კორეაში ვიმყოფებით. ჩემი ინტერვიუ იურიდიულად უზადო იყო. ის შედგა შიდა სიტუაციის შესახებ დასმული უამრავი კითხვის შემდეგ, რომლებიც უპასუხოდ დარჩა,“ – განაცხადა ბობანმა. შეგახსენებთ, რომ 29 თებერვალს „გაძეტა დელო სპოტყისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ხორვატმა უკმაყოფილება გამოთქვა გენდირექტორ ივან გაზიდისის ქცევით, რომელიც ყველას ზურგს უკან...

მანჩესტერიდან მოვდივარ, უკან მაბრუნებს ქარიო
ჩანაწერი

მანჩესტერიდან მოვდივარ, უკან მაბრუნებს ქარიო

მდაა, ოთხი წელიწადი. ეს ოთხი წელიწადი სულ ერთნაირი დამარცხების, სირცხვილის, დაცინვის ეპოქაა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გამარცხებს ვოლგოგრადი, ტრაბზონი, ავტოქარხანა, ისთანბულის გარეუბანი, სოფელ ვარიანის მეფრინველეობის კომლექსის დუბლშემადგენლობა. გიგებს ლამის რომ აბოვიანის „კოტაიკი“ და შენა ხარ შვიდგზის შერცხვენილი, რადგან ზედიზედ იგებ მსოფლიოს უძველეს ეროვნულ ჩემპიონატს, კუნძულს გამოცდენილი კი თავლაფდასხმული ხარ. დიახაც, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბევრჯერ იყო...