დინ ლიენი წლის მთავარი კომერციული ტურნირის, სინკფილდის თასის გამარჯვებულია. ჩინელმა დიდოსტატმა ტურნირის ძირითადი ბადე მსოფლიო ჩემპიონ მაგნუს კარლსენთან ერთად პირველ ადგილზე დაასრულა, თუმც ტაი-ბრეიკში 3:1 აჯობა და საპრიზო 325 ათასი დოლარიდან 90 ათასიც ჩაიჯიბა. კარლსენმა ტურნირი შეუფერებლად დაიწყო, მე-10 ტურამდე ყაიმებით მივიდა და შესაბამისად ცხრილის შუაში მოძრაობდა. მე-8 ტურის ბოლოს 4,5 ქულით ტურნირზე ლიენი, ფაბიანუ...
წელი: 2019
ნიკა მესამეში… მეოთხეც უნდა იყოს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობაზე წინა შედეგის გამეორებასთან ახლოსაა. შარშან, ჩინებულ ფორმაში მყოფმა საქართველოს პირველმა ჩოგანმა მერვედფინალს უწია, სადაც დიდებულ რაფა ნადალს გადაეყარა და ღირსეულად ეჭიდავა, სეტიც მოუგო, მაგრამ მაინც დამარცხდა. ახლა, 27 წლის ქართველს ცოტათი უმართლებს. პირველ რაუნდში მან უხერხულ მეტოქედ ქცეულ მარტინ ფუქსოვიჩს ხუთსეტიანი დუელი მოუგო, მერე კი ტურნირზე „ველური ბარათით“ მოხვედრილ მასპინძელ...
ოქრო-ზაზა
ის ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენია. მან შეძლო და ითამაშა ისეთი ვარსკვლავების გარემოცვაში, როგორებიც სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, დრეიმონდ გრინი, კევინ დურანტი და სხვები არიან… მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო კლუბის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ. მოიგო ორი საჩემპიონო ბეჭედი და მიაღწია იმას, რაზეც ასობით ევროპელი თუ ამერიკელი კალათბურთელი იცნობს. დღეს ის ყოფილ კლუბში დაბრუნდა –...
მესი და რონალდუ პარტერში, ვან დაიკი სცენაზე
წელიწადნახევრის წინ „საუტჰემპტონში“ თამაშობდა და პრემიერლიგის რიგით მცველად მიიჩნეოდა, დღეს კი თავის პოზიციაზე ყველაზე ძვირადღირებული, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, სუპერთასის მომგები და უკვე… ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. ვირჯილ ვან დაიკი, 27 წლის ჰოლანდიელი მცველი ევროპამ აღიარა. კონკურენტები კი ძველი ნაცნობები იყვნენ, უეფას პრიზის ძველი მფლობელები… პარტერში მსხდომი სამეულიდან სცენაზე სორედ სურინამელ-ჰოლანდიელს უხმეს, ხოლო ლეო მესი და კრიშტიანუ...
საქართველო იტალიაში ითამაშებს
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევ შეჯიბრებაში ნაახალწლევს, 10-12 იანვარს, იტალიაში ჩაებმება. ჩვენს ნაკრებთან ერთად III ჯგუფში იტალიელები, რუმინელები და კოსოვოელები არიან. ეს იქნება შესარჩევის პირველი ეტაპი. მეორე ეტაპი კი 2020 წლის აპრილსა და ივნისში გაიმართება. მასში პირველი ეტაპიდან ოთხი ჯგუფის გამარჯვებულები გადავლენ. საინტერესოა, რომ ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ თავად ჯგუფებს დართო ნება განესაზღვრათ...
კალათბურთის ნიანგი
პეკინში, კალათბურთის საერთაშორისო ასოციაციის (FIBA) XXI კონგრესზე 156 ქვეყნის ეროვნულმა ფედერაციამ ახალი პრეზიდენტი აირჩია. პრეზიდენტი გახდა აქამდე ამავე ორგანიზაციის მეორე კაცი და FIBA-აფრიკის პრეზიდენტი მალიელი ჰამანე ნიანგი, რომელიც ადრე მალის კალათბურთის ფედერაციას ხელმძღვანელობდა და ასევე იყო მალის სპორტის მინისტრი. „დღეს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას ვუხდი ყველა ეროვნულ ფედერაციას. პირობას ვდებ, პასუხისმგებლობით მოვეკიდები ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას, ვიდგები...
ჯერარდის ბიძაშვილი ლივერპულმა დაატუსაღა
საქმე ეხება ლეგენდარული სტივენ ჯერარდის ბიძაშვილს, 18 წლის ბობი დანკანს, რომელიც ერთი წლის წინ „მანჩესტერ სიტიდან” „ლივერპულში” გადავიდა. მერსის პირას დანკანმა ახალგაზრდულ გუნდში 20 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა, კიდევ 6 საგოლე პასი ჩააწოდა, მაგრამ… უკმაყოფილოა. როგორც ჩანს, ძირითად გუნდში თამაშზე ჰქონდა პრეტენზია. დანკანის უკმაყოფილების შესახებ სოციალურ ქსელიდან გახდა ცნობილი. ამის თაობაზე პოსტი ფეხბურთელის მრჩეველმა საიფ...
გამოუცდელი უშიშარი
ძიუდოს სამშობლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი დასკვნით ფაზაში შედის, საქართველოს ნაკრების მონაგარი კი ამ ეტაპზე თითო-თითო ოქრო-ბრინჯაოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, შორეულ ტოკიოში გაშლილ ტატამზე 21 წლის ლუკა მაისურაძემ შთამბეჭდავად იჭიდავა და ბრინჯაოს მედალი დამსახურებულად მოიპოვა. ეს, ახალგაზრდა და უნიჭიერესი ქართველი ძიუდოისტისთვის სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატი გახლდათ და ამის ფონზე მიღწეულ შედეგს ურიგოს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. მეტიც შეიძლებოდაო,...
დაუვიწყარი დასასრული – 2
აკი მოგახსენეთ, ასეთი სულ თორმეტი ყოფილა – თორმეტი დაუვიწყარი დასასრული. კრივის ისტორიის ერთ-ერთ საყრდენს რომ ქმნის. ოთხი ამათგანი ორი კვირის წინანდელ “საკრივო ფურცელზე” წარმოგიდგინეთ, მომდევნო ოთხის ჯერი კი ახლა მოსულა. 1952 წლის 23 სექტემბერი. როკი მარჩიანო – ჯერსი ჯო უოლკოტი ეს ახლა არის, რომ ჩვენ როკი მარჩიანოს გამო ვლაპარაკობთ. ვიცით, რომ იყო მძიმე წონის სამ საუკეთესო...
პინკ ფლოიდი ბოლტონის გადასარჩენად
„ბოლტონი” გაქრობას გადაურჩა — არცთუ დიდი ხნის წინ დაარსებულმა შპს-მ სახელწოდებით Football Ventures, ლეგენდარული „პინკ ფლოიდის” დრამერის ნიკ მეისონის დიდი შეწევნითა და დახმარებით თითქმის წყალწაღებულ კლუბს 10 მილიონი გირვანქა აუგროვა. ეს ცნობა „ბოლტონის” ფანობას გულზე მალამოდ მოედო. საქმე ის არის, რომ გარშემო შემაშინებელი მაგალითები ისმოდა. ამ დღეებში მაგალითად, ინგლისის საფეხბურთო ლიგამ თავისი რიგებიდან გაკოტრებული „ბერი”...









