ძიუდოს მოყვარულებისთვის ერთკვირიანი ვნებათაღელვა დასრულდა, რომელიც ახლახანს ტოკიოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდებოდა. იაპონიის დედაქალაქში გაშლილ ტატამზე საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. შარშან, ბაქოში გაჩემპიონებული ძიუდოისტებიდან ტიტული ვერცერთმა შეინარჩუნა. სამწუხაროდ მათ შორის იყო ჩვენებური გურამ თუშიშვილიც, რომელიც სულაც უმედლოდ დარჩა. იგივე ბედი ეწია შარშანდელ ოქროს მედალოსანს, ირანელ საიდ მოლაეისაც (81კგ), რომელიც საკმაოდ გამოცდილი და ტიტულოვანი სპორტსმენია. ის, ტოკიოში...
წელი: 2019
რატომ გაბრაზდა სოსო?!
სანაკრებო პაუზის წინა ტურს, სატურნირო თვალსაზრისით ბევრი არაფერი შეუცვლია. ლიდერი კვლავ ბათუმის „დინამოა,“ მას კვალში თბილისელი თანაკლუბელები მიჰყვებიან, მესამეზე კი „საბურთალოა,“ რომელიც პირველადგილოსან „ბათუმს“ ხუთი ქულით ჩამორჩება, თუმცა ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. მოქმედმა ჩემპიონმა „საბურთალომ,“ „ჩიხურას“ კოხრეიძის გოლით 1:0 მოუგო და უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპვა. „ჩიხურა“ კი საკმაოდ ჩამორჩა საპრიზო ადგილების ზონას. ამიტომ იყო თუ...
სერხიო რამოსის 14
2005 წლის 1 სექტემბერი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე იყო. მადრიდის „რეალმა“ მოასწრო და „სევილიასგან“ 27 მილიონ ევროდ 19 წლის სერხიო რამოსი დაიმატა. დღევანდელი საზომებით სერხიო რამოსის დონის ფეხბურთელისთვის 27 მილიონი სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ 2005 წელს მეექვსე უძვირესი ტრანსფერი იყო. წინა წლების განმავლობაში რამოსი კლუბის ქარიზმატულ ლიდერად და შეუცვლელ კაპიტნად ჩამოყალიბდა. 14 წლის განმავლობაში სერხიო რამოსმა...
კეინი მყვინთავია?
ჰარი კეინმა, მყვინთავი არ ვარო. მყვინთავს ინგლისში სიმულიანტს ეძახიან, მსაჯის მოსატყუებლად საჯარიმოში რომ წაიქცევა მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგეს წესი არ დაურღვევია. ლაპარაკია „არსენალსა” და „ტოტენჰემ ჰოთსპურს” შორის გამართულ ჩრდილოლონდონურ დერბიზე, რომელიც 2:2 დამთავრდა. ამ შეხვედრის 85-ე წუთზე იყო ეპიზოდი, როდესაც არსენალელი სოკრატისმა კეინი თითქოს წააქცია, მაგრამ პენალტი არ დაინიშნა. ინგლისელ მიმომხილველთა უმეტესობამ „სფურზისა” და ნაკრების ფორვარდს...
აფსუს, ნიკა!
იშვიათია, წილისყრაში და ტურნირის მსვლელობისას ასე გაგიმართლოს. ნიკა ბასილაშვილს ისეთი სატურნირო ბადე გამოუვიდა, მერვედფინალამდე ცეკვა-ცეკვით უნდა მისულიყო, მაგრამ მსოფლიოს 118-ე ჩოგანთან, გერმანელ კოეპფერთან მრავალნაცადი ქამბექი არ გამოვიდა და ოთხ სეტში დამარცხდა. არადა, მომდევნო მეტოქე რუსი დანილა მედვედევი უნდა ყოფილიყო. რუსს კარგი სეზონი კი აქვს,მაგრამ დაუძლეველი ბარიერი სულაც არ არის. მერე? მერე წესით მეოთხედფინალი და ჯოკოვიჩი...
ნავასი მადრიდში აღარ დაბრუნდა
„რეალმა” როგორც ჩანს გადაწყვიტა „ბარსელონას” არაფერში ჩამორჩეს და როდესაც მისი მთავარი კონკურენტი ქულებს კარგავს, მანაც დაკარგოს — „თეთრებმა” ვილიარეალში 2:2 ითამაშეს. შეგახსენებთ, რომ წინა დღეს, პამპლონაში, ზუსტად ასეთი ანგარიშით (2:2) დაასრულა თავისი შეხვედრა „ბარსამ” „ოსასუნასთან”. „ვილიარეალთან” მადრიდელთა სათადარიგო მეკარე გახლდათ ცნობილი კეილორ ნავასი, რომელიც მატჩის შემდეგ „რეალთან” ერთად ესპანეთის დედაქალაქში არ დაბრუნებულა. ის „ესტადიო დე ლა...
აღარ კმარა?!
ასაკოვანს ვერ იტყვი – საფეხბურთო საზომებითაც კი მხოლოდ გამოცდილი თუ ითქმის. ჰოდა, რა გასაკვირია, თუ 32 წლის სესკ ფაბრეგასმა ესპანეთის ნაკრებში დაბრუნების სურვილი გამოთქვა. „ზურგს უკან მაღალ დონეზე ჩატარებული 800-ზე მეტი მატჩი მაქვს. შესაძლოა, ფიზიკური კონდიციები იგივე არ მქონდეს, რაც 20 წლის ასაკში, მაგრამ საშუალოზე კარგ სათამაშო ფორმაში ნამდვილად ვარ,“ – განაცხადა ფაბრეგასმა. ესპანელ ნახევარმცველს...
თანამსაჯებს რობოტები შეცვლიან
ბრიტანული „მირორი“ სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. ჯერ კიდევ 15 წლის წინ ამერიკის ნაციონალური ჯანდაცვის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომ თანამსაჯები ვერ შეძლებენ ყოველთვის უშეცდომოდ განსაზღვრონ თამაშგარე მდგომარეობა… ამ დასკვნის გაგრძელება გახლავთ ესპანელი პროფესორის, ფრანსისკო ბალდის კვლევა. სინიორ ბალდი ბრძანებს, რომ თანამსაჯს ერთდროულად მხედველობის არეში უნდა ჰყავდეს 5 ობიექტი (ბურთი, ორი შემტევი და ორიც მცველი). რაც უფრო სწრაფად...
გადადგეს ჯორჯ ვეა!
გახსოვთ გენიალური ჯორჯ ვეა? „მონაკოში“, „მილანში“ და პსჟ-ში ბურთაობით დაგვამახსოვრა თავი, უამრავი პერსონალური პრიზი მოიგო და მათ შორის უმთავრესი: 1995 წელს ვეა პირველი არაევროპელი შეიქნა, ვინაც „ოქროს ბურთის“ ირგუნა. ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ვეამ პოლიტიკოსობა გადაწყვიტა და მშობლიურ ლიბერიაში ერთერთ გავლენიან ფიგურადაც იქცა. უახლოესვე არჩევნებზე ლიბერიელებმა ვეა პრეზიდენტად აირჩიეს. ჯანდაცვის და განათლების სისტემების გაუმჯობესება და...
მოდი, ერთად ვიტიროთ
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნაომი ოსაკამ აშშ-ის ღია პირველობის მესამე წრეში მასპინძელთა 15 წლის ამომავალი ვარსკვლავი კორი გაუფი დაამარცხა და ნამატჩევს ატირებულ მეტოქეს კორტზე ერთობლივი მინი-პრესკონფერენციის მიცემა შესთავაზა. მოგეხსენებათ, ეს გამარჯვებულის პრეროგატივაა და მაყურებლებლებმა ოვაციით შეაფასეს ნაომის დიდსულოვნება. კორიმ ქომაგებს მადლობა გადაუხადა, არ მინდა მეტოქეს ეს წუთები წავართვაო და ახლა უკვე ოსაკა ატირდა – როგორც აღმოჩნდა,...









