კიდევ ერთი ქართველი ხელბურთელი გადავიდა საფრანგეთში სათამაშოდ. „მონპელიეს” მარჯვენა ინსაიდის გიორგი ცხოვრებაძის გზას ამჯერად 17 წლის ნიკოლოზ კალანდაძეც გაჰყვა. კალანდაძე თბილისის „პეგასში” თამაშობდა. ასაკის მიუხედავად მან საქართველოს ყველა ნაკრებში მოასწრო თამაში, ეროვნულის ჩათვლით. ნიკოლოზ კალანდაძის ახალ კლუბს „შამბერი”, სრულად კი „შამბერი სავუა” ჰქვია. ის საფრანგეთის 2001 წლის ჩემპიონია; თერთმეტჯერ იყო მეორე ადგილზე; ხუთჯერ (ბოლოს 2014...
წელი: 2019
წაუკითხეთ ვაისს!
ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე ჟურნალისტებთან, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი „სარბიელს“ ცოტა გაუნაწყენდა. არადა, სხვა კი არაფერი გვითქვამს – იქნებ არ განვადიდოთ ყველა მეტოქე და ბიჭებში ნურც არასრულფასოვნების კომპლექსს გავაღვივებთო. ამის პასუხი სულ ბოლოს იყოს და იქამდე ერთ პატარა ისტორიას შემოგთავაზებთ, რომელსაც კარგი იქნება, თუ ბატონ ვლადიმირსაც უთარგმნიან: ჟოელ მატიპი თავჩაქინდრული იჯდა „შალკეს“ 19-წლამდელთა ავტობუსში და...
კლოპი გერმანელ მსაჯზე გაბრაზდა
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა „ლივერპულმა” ახალი სეზონი ცუდად დაიწყო — სტუმრად „ნაპოლისთან” წააგო 0:2. იტალიურმა გუნდმა ანგარიში პენალტით გახსნა და სწორედ ამ თერთმეტმეტრიანმა გააბრაზა მერსისაიდელთა თავკაცი იურგენ კლოპი. გერმანელის რისხვის ობიექტი მისი თანამემამულე მსაჯი ფელიქს ბრიჩი გახდა. ინტერნეტის ეპოქაში საფეხბურთო ეპიზოდის სიტყვებით აღწერა უმადური საქმეა, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ სადავო პენალტი უფრო ნეაპოლელთა თავდამსხმელმა ხოსე...
ფრენკ პირველი
„ჩელსიმ“ სეზონი მაინც და მაინც მქუხარედ ვერ დაიწყო. რა თქმა უნდა, როგორც შიდა, ისე ევროპულ ასპარეზზე ჯერ ყველაფერი წინ არის, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ისეთი პირი უჩანს, რომ არისტოკრატთა დამრიგებელი ფრენკ ლამპარდი გუნდისთვის ბურთის გორების დროს გაცილებით გამოსადეგი და საჭირო ფიგურა გახლდათ, ვიდრე მოედნის კიდეში მდგომი… არავინ იცის როგორ გაგრძელდება „ჩელსისთვის“ მიმდინარე სეზონი. ვინძლო ლონდონელებმა სულაც...
ინგლისელები სტარიჯს თურქეთშიც არ გაახარებენ
მერე რა, რომ დენიელ სტარიჯი „ტრაბზონსფორში” გადავიდა და კვირას თურქეთის ჩემპიონატში დებიუტიც ჰქონდა — ტრაპიზონის გუნდმა „გენჩლერბირლიგისთან” 2:2 ითამაშა — ინგლისელებმა ის შეიძლება მაინც დასაჯონ. საქმე ის არის, რომ ინგლისიდან წასულმა სტარიჯმა კუდად 75 000 გირვანქის ტოლი ჯარიმა და ექვსკვირიანი დისკვალიფიკაცია გაიყოლა. მიზეზი: ტოტალიზატორის შესახებ კანონის დარღვევა. კერძოდ, დამტკიცდა, რომ 2018 წლის იანვარში სტარიჯმა თავის...
მესამე რაულის და რუნის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგაში წუხელ ბევრი ისეთი მატჩი შედგა, „ზალცბურგი“-„გენკის“ შედეგიც კი ნაკლებად დააინტერესებდა ფეხბურთის გურმანს. არადა, დღის გმირი სწორედ ამ დაპირისპირებამ შვა. „ზალცბურგი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბოლოს 1994 წელს მოხვდა და ახლა 25 წლის განმავლობაში ნაგროვები ემოცია ავსტრიელებმა ბელგიურ „გენკს“ ცუნამივით დაატეხეს თავს – 6:2. მასპინძლებმა სულ 13-ჯერ დაარტყეს ზუსტად კარის ჩარჩოში და აქედან პირველივე...
სკანდალი საქართველოსთან მატჩის წინ
რობ ჰოული, უელსის მორაგბეთა ნაკრების მთავრი მწვრთნელის თანაშემწე, ეროვნული გუნდიდან მოკვეთეს. დასჯის მიზეზი ტოტალიზატორში უკანონო ფსონების დადება გახდა. რობ ჰოული იქამდე მთელი 11 წლის განმავლობაში უელსელთა მთავარი მწვრთნელის, უორენ გეთლენდის მარჯვენა ხელად ითვლებოდა. მსოფლიო თასზე უელსი პირველ მატჩს საქართველოს წინააღმდეგ, 23 სექტემბერს გამართავს. D ჯგუფში უელსის და საქართველოს მეტოქეები ავსტრალია, ფიჯი და ურუგვაი აირიან. მსოფლიო...
ფედერერის პაგანინი
როჯერ ფედერერმა პენსიაზე მის გასვლასთან დაკავშირებულ კითხვებს სპეციალური განცხადებით უპასუხა: „ვაპირებდი, მხოლოდ უიმბლდონამდე მეთამაშა, მაგრამ ტოკიოს ოლიმპიადამდე გადაწყვეტილებას აღარ მივიღებ. რაც შეეხება ATP CUP-ს, მგონი იმ დროისთვის ოპტიმალურ ფორმაში ვერ ვიქნები. ჩემი სამიზნე ავსტრალიის ღია პირველობაა. როგორც წესი, მზადების ეტაპს 4 დეკემბრიდან ვიწყებ ხოლმე. წელს ეს თარიღი 11 დეკემბრამდე გადავწიე, თუმცა კიდევ ერთხელ გავივლი კონსულტაციას...
ელიტარული წილი
იანვრიდან, საჩოგბურთო კალენდარს რომ ვაჟთა შორის საკმაოდ საინტერესო და პრესტიჟული გუნდური ტურნირი ემატება, სამეფო სპორტის ქომაგებს „სარბიელიდან“ ეცოდინება. სიდნეის საქვეყნოდ ცნობილ ოპერაში გამართულმა წილისყრამ კი იმ გუნდების ვინაობა გაარკვია, რომლებსაც საქართველო ნაკრები ახლადაარსებულ ATP CUP-ის ჯგუფურ ეტაპზე გაეჯიბრება. ცერემონიალში მონაწილეობა ლეგენდარულმა ავსტრალიელმა ჩოგბურთელებმა კენ როზუელმა, ჯონ ნიუკომბმა, პატრიკ რაფტერმა და ლეიტონ ჰიუიტმა მიიღეს. ქართველი ჩოგბურთელები...
ტოჩიმ იმედი დაიბრუნა
ქართველ ფალავანს მარცხის უფლება არ ჰქონდა. მეათე დღემდე 4:5 ბალანსით მოსულს ერთიც რომ წაეგო, რვა მოგებაზე და ოძეკის ტიტულის შენარჩუნებაზე საუბარი ძალიან ძნელი იქნებოდა. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ბაშოს მიწურულს მეტოქეთა რანგი და სახიფათოობაც მატულობს. ლევანს გაუმართლა, რომ ტურნირს ორივე იოკოძუნა და ერთი ოძეკი ტოვებს. ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. კიდევ სამი მოგებაა საჭირო. დღეს...









