მარჩიელობა საჭირო აღარ არის. დანა უაითმა, UFC-ის პრეზიდენტმა, საქვეყნოდ პოპულარულ ESPN-ს განუცხადა, რომ კონტრაქტზე ხელი მოწერილია. რაზე ან ვისზე ვსაუბრობთ? კონორ მაკგრეგორზე, რომელმაც ბოლო ერთ წელიწადში ბევრი იხტუნავა, კარიერის დასრულებას ვეშურებიო, მაგრამ უმალ გადათქმაც მოასწრო, პაბებში გამოტყვრომა და სკანდალების მოწყობა, ხოლო ქუჩაში უცხო პირებზე თავდასხმა-ცემაც არ ითაკილა, რევანშის იმედად ჰაბიბ ნურმაგომედოვიც საჯაროდ არაერთხელ გამოლანძღა და...
წელი: 2019
პოჩეტინოს განცხადება
მაურისიო პოჩეტინომ „ტოტენჰემ ჰოთსპურის” მწვრთნელობიდან მისი მოხსნის შესახებ საჯარო განცხადება გაავრცელა. მოგეხსენებათ, ჩრდილოლონდონურ კლუბში ხუთწლიანი წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ არგენტინელი გაათავისუფლეს, ხოლო საქმე ჟოზე მოურინიუს გადაბარეს. მოულოდნელი მოხსნის ეფექტით დაზაფრულმა პოჩეტინომ ფეხბურთელებთან პირად დამშვიდობებაზე უარი თქვა, როგორც იტყვიან ქუდი დაიხურა და პირდაპირ გავიდა ოფისიდან, ახლა კი განცხადება გამოაქვეყნა. „ესპანიოლის”, „საუთჰემპტონის” და „ტოტენჰემ ჰოთსპურის” ყოფილმა თავკაცმა დაწერა:...
დღეს რომ დავიღუპო, მაინც ბედნიერი ვიქნებიო… თითქოს ენამ უყივლა…
ბედის ირონიაც ამას ჰქვია… „შაპეკოენსე“ ბრაზილიის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონიდან ანუ სერია A-დან გავარდა. გუნდისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის ამ უსიამოვნო და გულდასაწყვეტ ამბავს კი 28 ნოემბერს ოფიციალურად დაესვა ბეჭედი, მას შემდეგ, რაც „შაპეკოენსემ“, „ბოტაფოგოსთან“ 0:1 წააგო. სატურნირო ცხრილი და არითმეტიკა კი გვეუბნება, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე „შაპეკოენსეს“ აღარაფერი ეშველება და სერია B-ში დაქვეითება გარდაუვალია....
ოთხი კი
ღმერთმა უწყის ეს ბოლო მცდელობა იქნება თუ არა, მაგრამ მაესტრომ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ შეეცადოს ბულონის ტყიდან მატადორი განდევნოს. ყველა წინა მცდელობა უშედეგო გამოდგა. მართალია, მას „როლან გაროსი“ მოგებული აქვს, მაგრამ ამას აწ უკვე ყოფილ შვედ ჩოგბურთელს რობინ სოდერლინგს უნდა უმადლოდეს, რომელმაც 2009 წელს წარმოუდგენელი სენსაცია მოახდინა და რაფაელ ნადალი ტურნირიდან გამოთიშა, თავად კი ფინალში გააღწია...
ნაყოფმა იკლო
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციაციის აღმოსავლეთ კონფერენციაში „ინდიანა პეისერსი“ სატურნირო ცხრილში ლიდერ „მილუოკს“ 4 მოგებით ჩამორჩება, ისე კი მე-6 ადგილზეა. ეს მოცემულობა მას შემდეგ დალაგდა, რაც ინდიანაპოლისელებმა მორიგი გამარჯვება იზეიმეს. გოგა ბითაძის გუნდმა შინაურ კედლებში „იუტას“ 121:102 სძლია. რაც შეეხება ჩვენებურს, წინა მატჩისგან განსხვავებით მას მეტი სათამაშო დრო კი მიეცა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ქულათა მარაგის გრაფაში...
სამტრედიელთა აღმაფრენა
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა საქართველოს ხელბურთელ კაცთა ჩემპიონატის მორრიგი მატჩები. ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა „სამტრედიამ”. მან 36:34 დაამარცხა სპორტის უნივერსიტეტის გუნდი. „სტუ-იმედმა” კი 31:20 სძლია წყალტუბოს „პრომეთეს”. სადღეისოდ, გუნდებს თამაშების არათანაბარი რაოდენობა აქვთ. ოთხ გუნდს 6 ქულა დაუგროვდა, ოღონდ „სამტრედიასა” და „იმედს” 5 თამაშის შემდეგ, ხოლო „ქუთაისსა” და „პეგასს” მათზე ორი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. „სამტრედია”...
ფრე ცუდია, ფაბინიოს ტრავმა — უარესი
ჩემპიონთა ლიგაში „ნაპოლისთან” 1:1-ის შემდეგ, „ლივერპულის” თავკაც იურგენ კლოპს საწუხარი გამოუჩნდა — ფაბინიო დაუშავდა და გერმანელი შიშობს, რომ ბრაზილიელის გამოკლებამ მისი გუნდი შეიძლება უკან დაწიოს. ფაბინიო მე-19 წუთზე ჟორჟინიო ვინალდუმმა შეცვალა. წინ კი დატვირთული კალენდარია — პრემიერლიგა, მსოფლიოს კლუბთა ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა „მონაკოს” ყოფილი ვარსკვლავის გარეშე იოლად ვერ ჩაივლის. კლოპის გუნდს ჩემპიონთა ლიგაში ახლა ზალცბურგთან...
ჭანტურიამ სამიდან სამი შეაგდო
საქართველოს ნაკრების ხელბურთელების, გარემარბ რევაზ ჭანტურიასა და გამთამაშებელ ირაკლი კბილაშვილის კლუბმა, სკოპიეს „მეტალურგმა” EHF თასის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მეორე მატჩში, შინ 23:23 ითამაშა სლოვენიის „ველენიესთან” და შეჯიბრებას გამოეთიშა. „ველენიეს” პირველი შეხვედრა საკუთარ მოედანზე 24:19 ჰქონდა მოგებული. საპასუხო თამაშის პირველ ტაიმში „მეტალურგმა” გაიმარჯვა 13:10, თუმცა მეორე ნახევარი სტუმრებმა უკეთ ჩაატარეს, სასურველ ფრეს მიაღწიეს და ჯგუფურ ეტაპზე...
ჯესი და აუქციონი
ლეგენდარული ამერიკელი მძლეოსნის ჯესი ოუენსის მიერ 1936 წლის ბერლინის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ოთხიდან ერთ-ერთი ოქროს მედალი აუქციონზე გამოიფინება. ლოტის მინიმალური საწყისი ფასი შეადგენს 250 000 დოლარს. „მძლეოსნობაში არცერთ სხვა მედალს არ აქვს ისეთი ისტორიული წონა და ღირებულება,როგორიც აქვს 1936 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ჯესი ოუენსის მოპოვებულ ოქროს მედალს. იმ თამაშებზე არცერთ სხვა ათლეტს არ მიუღწევია იმდენი წარმატებისთვის, რამდენიც ოუენსმა შეძლო. ჩვენთვის დიდი პატივია აუქციონზე გატანოთ მსოფლიოს ვაჩვენოთ სამუზეუმო ღირებულების ნივთი,” – ჯესი ოუენსის ჯილდოს აფასებს აუქციონის დამფუძნებელი კენ გოლდინი. საინტერესოა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ოუენსის მედალი აუქციონზე გააქვთ. 2013 წელს მისი ერთ-ერთი მედალი...
აზარი, ტრავმა და ელ კლასიკო (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგაში „რეალისა” და „პარი სენ ჟერმენის” შეხვედრა ფრედ (2:2) და ერთი „მსხვერპლით” დასრულდა — მადრიდელთა ბელგიელი ვარსკვლავი ედენ აზარი პარიზელთა ბელგიელმა მოთამაშემ, ნაკრებში მისმა თანაგუნდელმა ტომას მუნიემ დააშავა. როგორც კატალონიური „სპორტი” იუწყება, „ჩელსის” ყოფილი თავდამსხმელი ამ უქმეებზე „რეალისა” და „ალავესის” შეხვედრაში ვერ ითამაშებს და შესაძლოა ვერც 18 დეკემბერს, „კამპ ნოუზე”, „ელ კლასიკოში” გავიდეს მოედანზე....









