წელი: 2019

Home 2019
ადგილამდე დრო
ჩანაწერი

ადგილამდე დრო

დროის ათვლა დაიწყო. უფრო სწორად, 2020 წლის მარტისადმი განსაკუთრებული მოლოდინი ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის D ჯგუფი ერთი ამოსუნთქვით მოიგო და ტურნირის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, საიდანად ევრო 2020 უფრო კარგად მოჩანს. ქომაგების პულსიც სწორედ ამის შემდეგ აჩქარდა, თუმცა წინ კიდევ კლასიკური შესარჩევი ეტაპი იყო და იოტისოდენა, მაგრამ მაინც...

ჭკვიანმა „აუტჩიკმა” ტოტენჰემს მოაგებინა
ჩანაწერი

ჭკვიანმა „აუტჩიკმა” ტოტენჰემს მოაგებინა

„ტოტენჰემ ჰოთსპურს” მერვედფინალში გასვლაში „აუტჩიკი” დაეხმარა. „დეზების” ახალმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ სწრაფად მოაზროვნე ყმაწვილკაცს ხელი ხელს დაუკრა და გადაეხვია. ბიჭმა ჰარი კეინის პირველი (ანუ „ტოტენჰემის” მეორე) გოლის წინ მყისიერად შეაფასა მდგომარეობა და ჩრდილო ლონდონელებს „ოლიმპიაკოსთან” შეტევის ტემპი არ დააკარგინა. მიმტანი ხაზს მიღმა გადავარდნილ ბურთს ელვის სისწრაფით მივარდა, რათა ის სერჟ ორიესთვის მიეწოდებინა. ორიემ „აუტჩიკის” ტემპი...

სამტრედიამ იმედი ჩააქრო
ჩანაწერი

სამტრედიამ იმედი ჩააქრო

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში განახლდა ხელბურთელ კაცთა საქართველოს ჩემპიონატი. სპორტის უნივერსიტეტმა მოუგო წყალტუბოს „პრომეთეს” 35:20, ხოლო „სამტრედიამ” ქვეყნის 2017 წლის ჩემპიონი „იმედი-სტუ” სძლია 41:33. სამტრედიელთა და „იმედი-სტუს” თამაშის შედეგი ერთი შეხედვით მოულოდნელია, მაგრამ „იმედი-სტუ” წლეულს შეცვლილი შემადგენლობით ასპარეზობს. ხვალ ოლიმპიურ სასახლეში კიდევ ორი მატჩია: 16 საათზე „სპორტუნი” შეხვდება „სამტრედიას”, ხოლო 18 საათზე „იმედი-სტუ” „წყალტუბოს”. დასავლეთის ოთხეული...

ზლატანი სამშობლოში?
ჩანაწერი

ზლატანი სამშობლოში?

ვინ არის თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ექსტრავაგანტული, იმიჯზე და საკუთარი თავის რეკლამირებაზე უბადლოდ მომუშავე, ხშირად კონფლიქტური, მაგრამ მაინც ნებისმიერი გუნდისთვის მაინც სასურველი ფეხბურთელი? ამ კითხვის პასუხად ბევრს გონებაში უსათუოდ ზლატან იბრაგიმოვიჩი ამოუტივტივდება, რომელმაც თავისი მართლაც შთამბეჭდავი კარიერის მანძილზე ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ შეძლო, არადა ისეთ კლუბებში უგორებია ბურთი ბევრი დიდი ოსტატისთვის ოცნებად რომ რჩება. 38 წლის...

შემდეგი გაჩერება ბრუკლინი
ჩანაწერი

შემდეგი გაჩერება ბრუკლინი

დაადგა საშველი: ოფიციალურად გაცხადდა, რომ ჰაბიბ ნურმაგომედოვი მორიგ ბრძოლას 2020 წლის 18 აპრილს გამართავს. ფიქრობთ მეტოქე მისი დაუძინებელი მტერი კონორ მაკგრეგორი იქნება? არა, შერეკილ ირლანდიელს, როგორც მას თავად დაღესტნელი მებრძოლი და მისი აგენტი ხშირად მოიხსენიებენ, ისევ დალოდება მოუწევს. თუმცა მოცდას ვინ დაეძებს, დღევანდელი გადმოსახედიდან ისეთი პირი უჩანს ჰაბიბი და კონორი ოქტაგონზე ხელმეორედ გულშემატკივარმა შესაძლოა ვერასოდეს...

ბითაძის მოკრძალებული დრო
ჩანაწერი

ბითაძის მოკრძალებული დრო

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი გამარჯვება მიითვალა „ინდიანა პეისერსმა“, რომელმაც შინაურ არენაზე „მემფის“ 126:114 დაამარცხა და ამ საქმეში თავისი მოკრძალებული წვლილი გოგა ბითაძემაც შეიტანა. ქართველმა ცენტრმა ამჯერად პარკეტზე წინა მატჩებთან შედარებით უფრო ცოტა დრო გაატარა. ინდიანაპოლისელთა მწვრთნელმა ჩვენებურს 7 წუთი მისცა, მაგრამ გოგა ამ მცირე დროშიც უქმად არ ყოფილა. მან 4 ქულა გააკეთა, რასაც თითო-თითო მოხსნა-დაფარებაც...

ლაკაზეტი და ობამეიანგი გაქცევაზე არიან
ჩანაწერი

ლაკაზეტი და ობამეიანგი გაქცევაზე არიან

„არსენალმა” კვლავ ვერ ივარგა, „საუთჰემპტონთან” შინ 2:2 ითამაშა და მისი ბასკი მწვრთნელი უნაი ემერი ახალ გასაჭირში ჩავარდა — პიერ ემერიკ ობამეიანგი და ალექსანდრ ლაკაზეტი იქადნებიან, თუკი კლუბი მდგომარეობის გამოსწორებას ისევ ემერის ანდობს, ჩვენ სხვაგან წავალთო. სადღეისოდ „მეთოფეებს” პრემიერლიგაში ხუთი თამაშია არ მოუგიათ. ფანები ფეხბურთელებს, უფრო კი მწვრთნელს ობსტრუქციას უწყობენ — ტრიბუნებიდან ტრადიციული ინგლისური „ბუუუ” ისმის....

რუსული სპორტი – ერთი ნაბიჯი კატასტროფამდე
ჩანაწერი

რუსული სპორტი – ერთი ნაბიჯი კატასტროფამდე

✔ ჩამოერთვას РУСАДА-ს შესაბამისობის სტატუსი; ✔ მოიკვეთოს რუსეთი ყველა საერთაშორისო ტურნირიდან 4 წლის ვადით; სწორედ ამგვარი რეკომენდაციით მიმართა საერთაშორისო ანტიდოპინგურ სააგენტოს თავისივე პროფილურმა კომიტეტმა. მიზეზი ძველია – მოსკოვის ანტიდოპინგური ლაბორატორიის მონაცემთა ბაზაში ექსპერტებმა გაყალბების კვალს მიაგნეს. რუსეთის განმარტებების მოსმენის შემდეგ შესაბამისობის კომიტეტმა ასეთი დასკვნა გამოიტანა: მონაცემთა ბაზებში შეუსაბამობები არა შემთხვევითობა ან ტექნიკური ხარვეზი, არამედ სრულიად...

ოლე, გამოსძალე კლუბს ფული!
ჩანაწერი

ოლე, გამოსძალე კლუბს ფული!

„მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ვარსკვლავმა გარი ნევილმა თქვა, მანკუნიანელთა მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი იანვარში თავკერძა თუ არ გახდა, კლუბმა მის მაგივრად შეიძლება მაურისიო პოჩეტინო აიყვანოსო. ნევილმა „იუნაიტედის” თავდამსხმელთა ტრიოც აკრიტიკა, სტუმრად „შეფილდ იუნაიტედთან” შეხვედრაში (3:3) უკბილოდ თამაშობდნენო. გადაცემაში Monday Night Football ნევილმა თქვა: „სულშერმა იანვარში კლუბს ფული უნდა გამოართვას, სატრანსფერო ბაზარზე გავიდეს და მაქსიმალურად დახარჯოს. ეს მან თავისთვის,...

მამუკა გორგოძე გადარჩა
ჩანაწერი

მამუკა გორგოძე გადარჩა

  ქართული სარაგბო ლეგიონისთვის გასული უქმეები არაერთგვაროვანი გამოდგა. ზოგიერთი ჩვენებურის გუნდმა წარმატებით იასპარეზა ევროთასების მეორე ტურში, ზოგიერთის კი, პირიქით, ჩაფლავდა. დავით ზირაქაშვილის „კლერმონი“ ირლანდიურ „ალსტერს“ ეწვია და უდრამატულეს ბრძოლაში 13:18 დამარცხდა. 36 წლის ქართველი თამაშში მარქაფიდან 36-ე წუთზე ჩაერთო და მანამდე უფერული „კლერმონი“ გამოაცოცხლა. როცა ზირაქა მოედანზე გავიდა, მისი გუნდი 3:13 მარცხდებოდა და სწორედქართველ ბურჯის...