ჟურნალ-გაზეთებისა თუ საიტების მიერ დაშვებული შეცდომა ყოველთვის სახალისოა.
აგერ, ახლაც, „ტოტენჰემ ჰოთსპურის” ფანებს შორის დიდი რეზონანსი გამოიწვია შეცდომამ, რომელიც ჩრდილოლონდონური კლუბის საყმაწვილო ჟურნალ One Hotspur Junior-ს მოუვიდა.
OHJ-ს ბოლო გამოცემაში იყო ქვიზი, სადაც ეწერა ასეთი კითხვა:
რომელი ქვეყნიდანაა ჟოზე მოურინიუ?
იქვე იყო სამი სავარაუდო პასუხი.
კითხვა გახლდათ ორქულიანი.
ჟურნალის ბოლოში, პასუხების გვერდზე კი… პორტუგალიის ნაცვლად ეწერა არგენტინა.
შეცდომის წარმოშობა ადვილი მისახვედრია. არგენტინელი იყო „სფურზის” წინა მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო, რომელიც კლუბში ხუთი წელიწადი მუშაობდა და მის სახელთან იმდენი რამ არის დაკავშირებული, რომ მავანს შეეშალა და მწვრთნელის სამშობლოდ ავტომატურად ჩაწერა არგენტინა.
მეორე მხრივ კი, შეცდომამ ახალგაზრდა ფანების ჟრიამული გამოიწვია.
ეტყობა, კლუბში პოჩეტინო ძალიან ენატრებათო, დაწერა ერთმა 12 წლის ბიჭუნამ.
მეორემ შეცდომის დამშვებისთვის წითელი ბარათი მოითხოვა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/08/2026 | 17:12ტორესი ზლატანის ნაკვალევზე
აქეთურ-იქითური25/08/2026 | 08:55ლუის ენრიკე: შესვენებისას ოქროს ბურთზე უნდა გველაპარაკა?
მთავარი ამბავი25/08/2026 | 07:37ჩეფერინი თავის კანდიდატურას არ წამოაყენებს
სიახლეები24/08/2026 | 10:55მიქაუტაძე ატლეტიკოსთანაც საუკეთესო იყო
