ხელბურთელ კაცთა საქართველოს ჩემპიონატში, რომლის პირველი წრის პირველი ეტაპი აღმოსავლეთის გუნდების მონაწილეობით თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა, შარშანდელმა ფინალისტმა თბილისის „პეგასმა” სამივე თამაში მოიგო.
მესამე დღეს, „პეგასმა” 23:18 დაამარცხა „იმედი-სტუ”, წინა შეხვედრაში კი სპორტის უნივერსიტეტის გუნდს მოუგო 38:27.
„გორმა” 44:36 მოუგო „სპორტის უნივერსიტეტს”, თუმცა მეორე დღეს გაუგერბობის თუ სხვა მიზეზის გამო გამო „იმედი-სტუ”-თან თამაშზე 5 კაცით გამოცხადდა, რის გამოც წაგება ჩაეთვალა 0:10.
ჩემპიონატი განახლდება 11 ნოემბერს ქუთაისის სპორტის სასახლეში, სადაც შეიკრიბებიან ქვეყნის ჩემპიონი ბათუმის BSB (შავი ზღვის ბიჭები), “ქუთაისი”, “სამტრედია” და “წყალტუბო”.
რეგულარული ჩემპიონატი სამ წრედ გაიმართება რის შემდეგაც გამოვლინდება ფინალური ოთხეული, რომელიც ნახევარფინალებს, მცირე და დიდ ფინალს გაათამაშებს. საქართველოს ჩემპიონატის მატჩების ნახვა შესაძლებელია ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
