„რეალმა” „პარი სენ ჟერმენთან” ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში პირწმინდად წააგო, 0:3. მატჩის შემდგომ მადრიდელთა ფრანგმა თავკაცმა ზინედინ ზიდანმა თქვა:
„მათ ჩვენ ყველაფერში გვაჯობეს, ბურთაობაში, ნახევარდაცვაში… მაგრამ ყველაზე მეტად რამაც გამაღიზიანა ის იყო, რომ ჩვენ ინტენსივობა გვაკლდა. ძნელია, როდესაც ძლიერად არ იწყებ.
„პარი სენ ჟერმენი” სახიფათო მომენტების შექმნაში ძლიერია, მაგრამ, ვიმეორებ, ეს არ მადარდებს. მადარდებს ის, რომ ასეთი მაღალი დონის შეჯიბრებაში ჩემი გუნდისგან მაღალი სათამაშო ინტენსივობის ნახვა მინდოდა.
ვიცოდით, რომ მეტოქე პრესინგს გვეთამაშებოდა, მაგრამ საპასუხოდ არაფერი ვიღონეთ. ამასთან, ძალიან ცოტა საგოლე მომენტი შევქმენით.
თამაშს მაშინ მოიგებ, როდესაც ბურთისთვის იბრძოლებ, ფეხს ჩადგამ, მოწინააღმდეგეს დაუდგები. აი, რა გვაკლდა ჩვენ და სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა.
ორი გოლი კი გავიტანეთ, მაგრამ ისინი VAR-მა გააუქმა”.
აღსანიშნავია, რომ პარიზელებს ნეიმარი, კილიან მბაპე და ედინსონ კავანი აკლდათ.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
