Breaking News

Day: August 1, 2019

სამხრეთელი მეფეები რუსი დათვების ნაცვლად

საქართველოს რაგბის კავშირმა ერთობ ოპერატიულად იმოქმედა და უარზე წასული რუსები სამხრეთაფრიკელებით ჩაანაცვლა. მოგეხსენებათ, რომ რუსეთის რაგბის ფედერაციამ რამდენიმე ხნის წინ მსოფლიო რაგბის ოფიციალურ კალენდარში შესული ტესტ-მატჩი გააუქმა, აქაოდა, 27 აგვისტოს ბორჯღალოსნებს იმ მიეზით არ ვეთამაშებით, რომ თბილისში არასტაბილური ვითარებაა და ჩვენი მორაგბეების უსაფრთხოებით გარისკვას არ ვაპირებთო. „დათვების” ამ დემარშმა ჩვენი ნაკრების სამზადისი კინაღამ არია, მაგრამ…

Read more

სავარაუდო უსაქმური

„აუდის თასზე”, მესამე ადგილისთვის, „რეალმა” „ფენერბაჰჩეს” 5:3 მოუგო. ეს თამაში „ალიანც არენაზე” გაიმართა. მატჩის დამთავრების შემდეგ მადრიდელთა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა პრეს-კონფერენცია მოაწყო. კითხვების დიდი ნაწილი გარეთ ბეილის თემას შეეხო. „ბეილის შესახებ ახალს ვერაფერს გეტყვით. მე არ მინახავს ფოტოები, რას აკეთებდა ის მადრიდში, სანამ ჩვენ აქ ტურნირზე ვთამაშობდით. იმედი მაქვს, რომ გულმოდგინედ ვარჯიშობდა, რაც მარტივად გამოჩნდება,…

Read more

რონალდუს სულ მესი ეძახეს

ტურინის „იუვენტუსმა“ სამხრეთ კორეაში, იქაური უმაღლესი დივიზიონის ნაკრებთან სარეკლამო მატჩი გამართა. შეხედრა 3:3 დასრულდა. მატჩს 63 ათასი მაყურებელი დაესწრო და მათმა უმრავლესობამ ბილეთში ფული იმისთვის გადაიხადა, რომ მოედანზე კრიშტიანუ რონალდუ ეხილა. რონალდუ სათადარიგოთა სკამზე იჯდა და საფინალო სასტვენამდე არ წამომდგარა. დანარჩენად ტურინელები საბრძოლო შემადგენლობით იყვნენ მოედანზე, მაგრამ ამან არ იკმარა. მეორე ტაიმის დასაწყისში ტაბლოზე რონალდუ…

Read more

ტიმმა, ტოკიო არაო

ოლიმპიური თამაშები ოთხწლეულის ყველაზე მასშტაბური, გრანდიოზული, პრესტიჟული და მნიშვნელოვანი სპორტული ფორუმია, რომელშიც არათუ გამარჯვება ან მედლის მოპოვება, მონაწილეობაც კი საამაყოა. ჩოგბურთი, ზაფხულის ოლიმპიადის შემადგენელი ნაწილი მისი დაარსებიდანვე ანუ 1896 წლიდან იყო, თუმცა მხოლოდ 1924 წლამდე. შემდეგ სამეფო სპორტი გარკვეულ მიზეზთა გამო ოლიმპიურ თამაშებს ჩამოშორდა და ხელახლა 1988 წლიდან შეიტანეს ოლიმპიურ პროგრამაში. სხვა სპორტის სახეობების წარმომადგენლებისგან…

Read more

ამბავი, როცა ენას კბილი უნდა დააჭირო

„ბაიერნი“ „სიტისთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, სანეს გერმანიაში დაბრუნება სურდა, თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, სანამ ნიკო კოვაჩმა ჟურნალისტებთან ენის ჭარტალი არ დაიწყო – ხორვატმა მწვრთნელმა ფეხბურთელი, რომელსაც ჯერ კიდევ სხვა კლუბთან აკავშირებს კონტრაქტი, „ბაიერნის“ წევრად მოიხსენია. კარლ-ჰაინც რუმენიგე მაშინვე ადგილზე გაჩნდა და სიტუაციის გამოსწორება სცადა, კოვაჩს ეს არ უნდა ეთქვაო, თუმცა ეს მცდელობა უკვე დაგვიანებული იყო. გვარდიოლამ…

Read more

ბიჭუნა გენიოსის ტატუთი

ფეხბურთი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს თითქოს ყველაზე უკეთ ასახავს. დილეტანტისთვისაც ადვილი შესამჩნევია, ბრაზილიისა და გერმანიის, იტალიისა თუ ჰოლანდიის სათამაშო სტილი ერთმანეთისგან როგორ განსხვავდება. ადამიანს გეჩვენება, თითქოს ამ სპორტს სახელმწიფოს მაჯისცემაზე თითი უდევს და მის მდგომარეობაზე რეაგირებს. თამაშის სტილით, დღევანდელი გერმანია ოცი წლის წინანდელს არ შეიძლება შეადარო. არ ვდავობ რომელი სჯობს, მრისხანება არც ერთ ფორმაციას აკლია, განსხვავება…

Read more