ჭდე: დომენიკ ტიმი

Home დომენიკ ტიმი
ტიმის დრო
ჩანაწერი

ტიმის დრო

ამაზე უფრო დაძაბულ სიუჟეტს ვერა სცენარისტი შექმნიდა. გერმანელმა ალექსანდრ ზვერევმა და ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა რამდენიმე წლის განმავლობაში საუკეთესო ფინალი ითამაშეს, სადაც სასწორის პინა ორივე მხარეს არაერთხელ გადაიხარა. * ზვერევმა პირველი ორი სეტი ერთი ამოსუნთქვით, 6:2, 6:4 მოიგო. * მომდევნო ორ სეტში ტიმმა მეტოქის უპირატესობა გაანულა – 6:4, 6:3. * მეხუთე სეტში ზვერევი 5:3-ზე თავად აწვდიდა...

ნოლეს მერვე საოცრება
ჩანაწერი

ნოლეს მერვე საოცრება

„შენ დღეს საკუთარი თავი პოპულარული და უფრო ცნობადი გახადე. ყოჩაღ, მშვენიერი მოქმედება იყო შენი მხრიდან,“ – უთხრა მეორე სეტის მიწურულს ნოვაკ ჯოკოვიჩმა დამიენ დუმუსს. და ვინ არის ეს დუმუსი? ავსტრალიის ღია პირველობის ფინალური მატჩის მთავარი არბიტრი, რომელმაც ნოლე მოწოდების ხაზზე მდგომი ორჯერ დროის გაწელვისთვის დააჯარიმა. პირველი სეტი სერბს მოგებული ჰქონდა და მეორეშიც ფსიქოლოგიური უპირატესობა მის...

რაფა ზღაპარში არ შეუშვეს
ჩანაწერი

რაფა ზღაპარში არ შეუშვეს

ჩოგბურთის გურმანები ხელებს იფშვნეტდნენ დიდი სლემის ტურნირის ნახევარფინალში ერთბაშად სამი გენიოსის ხილვის იმედად, მაგრამ ეს იმედი დომინიკ ტიმმა ჩაკლა. 26 წლის ავსტრიელმა რაფაელ ნადალს დიდი მუზარადის ზედიზედ 7 ნახევარფინალისგან შემდგარი სერია 4 საათზე დიდხანს გაგრძელებულ თრილერში შეაწყვეტინა – 7:6, 7:6, 4:6, 7:6. ძნელი სათქმელია, ამით ჩოგბურთმა მოიგო თუ წააგო, მაგრამ ერთი სუპერშოუ კი მოვისაკლისეთ. რაფას...

საქართველო ელიტაა
ჩანაწერი

საქართველო ელიტაა

პროფესიული ჩოგბურთის ასოციაციამ ახალ ტურნირს ჩაუყარა საფუძველი. ავსტრალია 2-დან 13 იანვრამდე მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავებს უმასპინძლებს, რომელთა შორის ჩვენი პირველმეჩოგნე ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეწყვილე ალექსანდრე მეტრეველიც იქნებიან. ტურნირში სულ 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, ეროვნული გუნდის სახელით გამოსვლა  კი დამატებით დატვირთვას მისცემს თითოეულ შეხვედრას. ტურნირს ATP Cup ჰქვია და უკვე იმდენად პოპულარული გახდა, რომ ორგანიზატორებმა საპრიზოდ...

ტიმმა, ტოკიო არაო
ჩანაწერი

ტიმმა, ტოკიო არაო

ოლიმპიური თამაშები ოთხწლეულის ყველაზე მასშტაბური, გრანდიოზული, პრესტიჟული და მნიშვნელოვანი სპორტული ფორუმია, რომელშიც არათუ გამარჯვება ან მედლის მოპოვება, მონაწილეობაც კი საამაყოა. ჩოგბურთი, ზაფხულის ოლიმპიადის შემადგენელი ნაწილი მისი დაარსებიდანვე ანუ 1896 წლიდან იყო, თუმცა მხოლოდ 1924 წლამდე. შემდეგ სამეფო სპორტი გარკვეულ მიზეზთა გამო ოლიმპიურ თამაშებს ჩამოშორდა და ხელახლა 1988 წლიდან შეიტანეს ოლიმპიურ პროგრამაში. სხვა სპორტის სახეობების წარმომადგენლებისგან...