გუშინდელი დღე ჰამბურგში ნიკოლოზ ბასილაშვილის ტრიუმფით დასრულდა, რომელმაც ზედიზედ მეორედ მოიგო გერმანიის ღია პირველობის სტატუსის ტურნირი.
ალბათ, ბევრი თქვენგანი გააოცა უცნაურმა პრიზმა, რომელიც ჩემპიონს გადასცეს. ამას მალევე მოგახსენებთ, იქამდე კი წინაისტორია: ჰამბურგის ტურნირი 2008 წლამდე „მასტერსის“ სტატუსს ატარებდა, მერე კი დაკარგა და ორგანიზატორები ახლა ყოველმხრივ ცდილობენ, ძველი დიდება დაიბრუნონ. მათ ოფიციალურად მიმართეს ATP-ს, ნება დაგვრთეთ, ტურნირი ევროპის ღია პირველობად მოვიხსენიოთო.
ამაზე უარი ეთქვათ და ევროპული „მასტერსების“ დირექტორებიც ცოტა დაიძაბნენ. რადგან ტიტულში არ გამოვიდა, გერმანელებმა კრეატივის ძებნა სხვაგან დაიწყეს.
რაც შეეხება პრიზს: რაიმე სახის აბსტრაქცია ან ვინმეს ავტოგრაფი არ გეგონოთ. ეს კორტზე ბურთის მოძრაობის ტრაექტორიას ასახავს – 2018 წლის ჰამბურგული ტურნირის სულ ბოლო გათამაშებისას, რომელმაც ნიკა ბასილაშვილს ჩემპიონობა მოუტანა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
