ქართულ ფეხბურთში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების ფონზე სასიამოვნო ინფორმაციაც ვრცელდება – გიორგი ჩაკვეტაძე გერმანულ „ჰამბურგში“ ითამაშებს. ბელგიურმა „გენტმა“ ჩვენებური სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა. ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი და იმედი ტრავმის შემდეგ „გენტში“ საერთოდ ჩაიკარგა. ეგ კი არა, ბოლო დროს მწვრთნელი უკვე საერთოდ აღარ ენდობოდა და გამოჯანმრთელების მიუხედავად განაცხადშიც ვეღარ ხვდებოდა. სათამაშო პრაქტიკა კი ფეხბურთელისთვის აუცილებელია….
ლონდონის „ტოტენჰემის“ პრეს-სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ კლუბმა საკუთარი თავდასხმის ლიდერთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. პირველად, ალბათ, ჰარი კეინის გვარმა და სახელმა გაგირბინათ გონებაში, მაგრამ ჰარი ამიერიდან „სიტის“ მეტოქეთა კარში გიტანს. სადღეისოდ „დეზების“ მთავარი დამრტყმელი ძალა კი სამხრეთ კორეელი სონ ხინ-მინია. 29 წლის შემტევი ნახევარმცველი (როცა საჭიროა, ფორვარდიც) ჯერ „ლევერკუზენში“ თამაშობდა, მერე „ჰამბურგში“ და 2015 წელს გადბარგდა…
ეგებ ლირიკაზე გველაპარაკა? ან საფეხბურთო ბედის კვანტისტრიალზე? ალალად – არ ვიცი, რა ჰქვია ამას. ჩვენებურ ქომაგს უცნაური მახსოვრობა აქვს. თბილიცა და დაუნდობელიც. აი, შარშან ზაფხულში „მარშრუტკაში“ ვიჯექი. ჩემს წინ კი ნოდარ ხიზანიშვილი მოხვდა. დაღლილი სახე ჰქონდა და მოწყენილი თვალები. ეგებ ამის გამოც გველაპარაკა? ტაქსიდან რომ ჩადიოდა, ფული გაუწოდა მძღოლის გვერდით მჯდომ მოლარეს და სადღაც განზე…
გუშინდელი დღე ჰამბურგში ნიკოლოზ ბასილაშვილის ტრიუმფით დასრულდა, რომელმაც ზედიზედ მეორედ მოიგო გერმანიის ღია პირველობის სტატუსის ტურნირი. ალბათ, ბევრი თქვენგანი გააოცა უცნაურმა პრიზმა, რომელიც ჩემპიონს გადასცეს. ამას მალევე მოგახსენებთ, იქამდე კი წინაისტორია: ჰამბურგის ტურნირი 2008 წლამდე „მასტერსის“ სტატუსს ატარებდა, მერე კი დაკარგა და ორგანიზატორები ახლა ყოველმხრივ ცდილობენ, ძველი დიდება დაიბრუნონ. მათ ოფიციალურად მიმართეს ATP-ს, ნება დაგვრთეთ,…
ეს ნამდვილი საჩოგბურთო დრამა იყო, რომელიც, ჩვენდა სასიხარულოდ ნიკოლოზ ბასილაშვილის ჰამბურგის ტურნირის ფინალში გასვლით დასრულდა. ალექსანდერ ზვერევი სულ ცოტა ხნის წინ მსოფლიოს მესამე ჩოგანი იყო, ამჟამად კი მეხუთეა. რუსული ფესვების მქონე გერმანელი 23-წლამდელებში ყველაზე ნიჭიერ და სტაბილურ მეჩოგნედ ითვლება და, დიდი სამეულის კორტიდან წასვლის შემდეგ, ტახტის მემკვიდრედაც კი მიიჩნევა. პირველ სეტში თანაბარი ბრძოლის შემდეგ ტაი-ბრეიკისთვის…
ესეც მეოთხედფინალი! ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგში მიმდინარე გერმანიის ღია პირველობის მეორე წრეც წარმატებით დაძლია. არგენტინელ ხუან იგნასიო ლონდეროსთან პირველი სეტის მოგების შემდეგ, მეორეში ერთი ბრეიკით წააგო, მაგრამ საბოლოოდ სარეიტინგო უპირატესობა შედეგში გარდასახა – 6:4, 3:6, 6:3. მეოთხედფინალში ნიკას მეტოქე ვეტერანი ფრანგი ჯერემი ჩარდი იქნება, რომელიც ამჟამად მსოფლიოს 77-ე ჩოგანია. ნიკა ტურნირის შარშანდელი გამარჯვებულია და თუ სურს,…
ტურნირი, რომელსაც ჩოგბურთის და ზოგადად სპორტის ქართველი ქომაგი ელოდა დაიწყო. რა თქმა უნდა, ჰამბურგის საჩოგბურთო შეჯიბრი მასტერსებისგან, მით უფრო დიდი სლემებისგან შორს დგას, მაგრამ მაინც საკმაოდ წარმომადგენლობითია და 500 სარეიტინგო ქულას იძლევა. რატომ ველით? მისი ბოლო გამარჯვებული ნიკოლოზ ბასილაშვილი გახლავთ, რომელსაც ტიტულის დაცვა მართებს, რაც იმაზე უფრო რთულია, ვიდრე შარშან გაჩემპიონება იყო. მიუხედავად იმისა, რომ…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes