მას მედიასა და სოციალურ მედიაში დიდი რეზონანსი გამოიწვია ავსტრალიიდან ელვის სისწრაფით გავრცელებულმა რამდენიმე წამიანმა ვიდეომ, სადაც გადაღებულია, როგორ მიდიან „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელები ქუჩაში და როგორ ედავება ერთი შეხედვით აგრესიული პოლ პოგბა რაღაცას ჯესი ლინგარდს, რომელიც პასუხს არ ცემს. შემდეგ, პოგბას უკნიდან ვიქტორ ლინდეოფი ჰკიდებს ხელს და გაყავს.
ზოგადად, ვიდეო მანჩესტერელთა ქუჩაში ვოიაჟის შესახებ უფრო ვრცელია და ამ კონკრეტულ კადრთან შედარებით ბევრი რამ გაცილებით უკეთესი ხარისხითაც არის გადაღებული, მაგრამ ის, რამაც გულშემატკივარი გუნდში არსებულ კლიმატზე და ფეხბურთელებს შორის ურთიერთობაზე დააფიქრა, ამ რამდენიმე წამში ჩაეტია.
საკუთრივ „მანჩესტერ იუნაიტედმა” ჩანაწერს 16 საათიანი ფრენის შემდეგ ფეხის გაშლა დაარქვა.
ცხადია, სოციალურ ქსელებში ვიდეოს მრავალი გამოხმაურება მოჰყვა, რომელთა შორის გამორჩეულები სხვადასხვა საიტებმაც გადაბეჭდეს, მაგრამ მათი მოყვანით ჩვენი ინფორმაციის დამძიმებას აღარ ვაპირებთ. შეგიძლიათ ყველაფერი თავად ნახოთ. საკუთარი აზრი ხომ ყველაფერს სჯობს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 09:53პირლო დუბაის დაეთხოვება და სკუადრა აძურას ჩაიბარებს
მთავარი ამბავი25/07/2026 | 07:31ფაბიან რუისი და გავი პომიროს ჭამენ
აქეთურ-იქითური25/07/2026 | 06:46ნუთუ ჰოლანდიელმა ექიმებმა ტყუილი თქვეს?
აქეთურ-იქითური24/07/2026 | 10:03დემეტრიო ალბერტინი: იტალიური გენი ესპანურისგან განსხვავდება
